ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის, დონალდ ტუსკის განცხადებით, დიდი ბრიტანეთი ევროკავშირიდან გასვლის ოფიციალურ პროცედურას სავარაუდოდ, 2017 წლის დასაწყისში დაიწყებს.
ამის შესახებ განცხადება ტუსკმა სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში, ევროკავშირის არაფორმალურ სამიტზე გააკეთა.
ევროკომისიის პრეზიდენტმა, ჟან-კლოდ იუნკერმა აღნიშნა, რომ ბრიუსელი ევროკავშირის ინტერესების საზიანოდ მოლაპარაკებების გამართვას არ დაუშვებს.
დიდ ბრიტანეთში 23 ივნისს ჩატარებული რეფერენდუმის შედეგების მიხედვით, მოსახლეობის თითქმის 52%-მა დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლას დაუჭირა მხარი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.