ადვოკატი ქუთაისის კრიმინალური პოლიციის უფროსისთვის 20 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვს
17-09-2016, 03:50

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ქუთაისის კრიმინალური პოლიციის უფროსი ქრთამის აღების ფაქტს არ აღიარებს. მან სასამართლო პროცესზე საქმის დეტალებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პირი რომლისთვისაც მას სახელმწიფო ბრალდება ქრთამის გამოძალვას ედავება, მისი და ზურაბ ჭელიძის აგენტი იყო და მან თავად გადასცა თანხა, რათა ერთ-ერთი ნარკორეალიზატორისთვის ვალი გაესტუმრებინა და კვლავ გახსნოდა ნარკობაზრისკენ გზა. მისივე თქმით, ამ ადამიანმა ორმაგი თამაში ითამაშა და შეცდომაში შეიყვანა სუს-იც.

 

 

რაც შეეხება მის კაბინეტში აღმოჩენილ დიდი ოდენობით იარაღს და ასევე მანქანაში ნაპოვნ ნარკოტიკულ ნივთიერებას, კაჭარავამ აღნიშნა, რომ ამაზე ის სამსახურისა და სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე შეგნებულად არ ისაუბრებს.

 

 

ქუთაისის კრიმინალური პოლიციის უფროსის გიორგი კაჭარავას ადვოკატი, მისი დაცვის ქვეშ მყოფის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვს. ადვოკატმა, ირმა ჭკადუამ მოსამართლეს ალტერნატივის სახით გირაოს 20 ათასი ლარის შეფარდება შესთავაზა.

 

 

„სამწუხაროდ, დღეს ზეიმობს დამნაშავეთა სამყარო, რომ პოლიცია მოატყუა, ამ დაკავებით, სახელმწიფო კრიმინალებს მფარველობს“, - განაცხადა ირმა ჭკადუამ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი