ქართული ოცნების" გენერალური მდივანი კახა კაალძე ე.წ. მესაზღვრეების მიერ 17 წლის ჯონი გოგიჩაშვილის დააკავებას გამოეხმაურა.
”ყველა შესაბამისი უწყება ჩაერთვება და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დროულად მოხდეს დაკავებულის გათავისუფლება”, - განაცხადა კახა კალაძემ.
ე.წ. მესაზღვრეებმა გორის მუნიციპალიტეტის, სოფელ სობისის მცხოვრები 17 წლის ჯონი გოგიჩაშვილი დააკავეს.
არსებული ინფორმაციით, დაკავებული ცხინვალის მილიციის წინასწარი პატიმრობის იზოლატორშია გადაყვანილი.
დაკავებულის დის, ნათია გოგიჩაშვილის განცხადებით, ჯონი გოგიჩაშვილი 16 სექტემბერს სოფელ სობისიდან ბერშუეთში სკოლაში წავიდა, მას შემდეგ, რაც სკოლიდან შინ აღარ დაბრუნდა, ტელეფონით სცადეს კავშირის დამყარება, თუმცა ძმის ტელეფონზე რუსული ჯარის წარმომადგენლებმა უპასუხეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.