ბათუმში 6 აგვისტოს დაკავებული სპორტსმენის მინდია ოჯახიშვილის ახლობლებმა ბათუმის პროკურატურასთან საპროტესტო აქცია გამართეს.
ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ დაკავებულმა შიმშილობა დაიწყო, რის გამოც მოშიმშილეთა საკანშია გადაყვანილი.
დაკავებულის დედის, თინა დოლიძის განცხადებით, მის შვილს იარაღი პოლიციამ ჩაუდო.
„გამიუბედურეს შვილი, გააჩერეს ქუჩაში და იარაღი ჩაუდეს. ორი დღის განმავლობაში ვიცოდი, რომ ჩემი შვილი იყო იარაღის გამო დაპატიმრებული, მესამე დღეს კი გავიგე, რომ თურმე წამალიც ჰქონდა და პოლიციის მიმართ ძალადობა გამოიჩინა. ეს ყველაფერი არის აბსურდი, ჩემს შვილს არაფერი მსგავსი არ გაუკეთებია. ვითხოვ სამართალს სადმე თუ არსებობს, დამეხმარეთ ყველა. ჩემი შვილი რამდენიმე დღეა შიმშილობს, მეც დავიწყებ შიმშილობას მანამდე, სანამ სამართალი არ იქნება“, - აღნიშნა თინა დოლიძემ.
დაკავებულის ადვოკატის თეონა ნიკოლაიშვილის თქმით, მინდია ოჯახიშვილი შიმშილობს და პროტესტის უკიდურესი ფორმით ცდილობს სიმართლის დამტკიცებას.
„მინდია ოჯახიშვილი იმყოფება უკანონო პატიმრობაში, ხელვაჩაურის სასამართლოს გადაწყვეტილება გავასაჩივრეთ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, თუმცა შედეგი აქაც არ დადგა. დღეის მდგომარეობით, მინდია ოჯახიშვილი შიმშილობს, მოშიმშილეთა საკანში იმყოფება და პროტესტის უკიდურესი ფორმით ცდილობს დაამტკიცოს თავისი სიმართლე. მოვუწოდებთ პროკურატურას, ყურადღება მიაქციოს საქმეს და ობიექტურად განიხილოს რადგან აქ არის მხოლოდ ერთი სიმართლე. მინდია ოჯახიშვილს არ ჰქონდა არც იარაღი, არც ნარკოტიკი, არც პოლიციისთვის გაუწევია წინააღმდეგობა და დღეის მდგომარეობით, ის უკანონო პატიმრობის მსხვერპლია“, - აღნიშნა თეონა ნიკოლაიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.