მეცნიერება, ეს არ არის ასაკიანი დოქტორების საქმე, ეს არის ყველა ჩვენგანის საქმე, რომ გვაინტერესებს პასუხები იმ შეკითხვებზე, რაც გვაქვს, - განაცხადა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ „ექსპო ჯორჯიაში“, სადაც „მეცნიერებისა და ინოვაციების“ ფესტივალი გაიხსნა.
„მინდა ვთქვა, რომ კაცობრიობას წინ ამოძრავებს ცნობისმოყვარეობა და ამ ცნობისმოყვარეობაში, რა თქმა უნდა, ახალგაზრდებს მიჰყავთ წინ ჩვენი სამყარო. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მეცნიერება ეს არ არის ასაკიანი დოქტორების საქმე, ეს არის ყველა ჩვენგანის საქმე, რომ გვაინტერესებდეს პასუხები იმ შეკითხვებზე, რაც გვაქვს. ყოველდღიურ შეკითხვებზე ნებისმიერი მიმართულებიდან. ამ ერთ კვირაში ჩვენ შევკრიბეთ ისეთი მეცნიერები, რომლებმაც ფაქტობრივად უკანასკნელი სიტყვა თქვეს თავ-თავისი მიმართულებით. აქ არის ცერნი, ჩვენი მოწინავე მეცნიერები და ინსტიტუტები, ასევე იაპონელი, გერმანელი მეცნიერები, მინდა ყველას მოვუწოდო, სტუდენტებს, მოსწავლეებს, ასაკიან ხალხს, ყველას, რომ მობრძანდნენ ამ ფესტივალზე“, - განაცხადა ჯეჯელავამ.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ორგანიზებული ფესტივალი დღეს გაიხსნა და 25 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის ფარგლებში სხვადასხვა ღონისძიებები - გამოფენები, საჯარო ლექციები, კონფერენციები, ტრეინინგები, ღია კარის დღეები, უახლესი სამეცნიერო გამოცემებისა და პროექტების პრეზენტაციები, გასვლითი ღონისძიებები გაიმართება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.