ჩვენ პროფესიონალების, გულანთებული ადამიანების გუნდი ვართ, - აღნიშნული განცხადება საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ჩოხატაურში ადგილობრივებთან შეხვედრისას გააკეთა.
პრემიერმა ჩოხატაურის მცხოვრებლებს "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნინო წილოსანი წარუდგინა და მათ მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
“ეს იქნება საქართველოს უახლოეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პერიოდი და მე ნამდვილად არ მეშინია ამის თქმის, გამომდინარე იქედან, რომ ჩვენ პროფესიონალების, გულანთებული ადამიანების გუნდი ვართ. დარწმუნებული ვარ ჩვენი პროფესიონალიზმით, სამშობლოსადმი სიყვარულით, ამას შევძლებთ. სამშობლოს სიყვარული იწყება, პირველ რიგში, ერთი რიგითი ადამიანის სიყვარულიდან და ეს უნდა გვახსოვდეს. თუ შენ არ გიყვარს ერთი უბრალო, რიგითი ადამიანი, თუ არ შეგიძლია მისი ტკივილის მიტანა გულთან, მაშინ შენგან ძალიან შორს არის სამშობლოს სიყვარული და საერთოდ საუბარი არ შეიძლება იმაზე, რომ შენ სამშობლოსთვის რამის გაკეთება გსურს. ჩვენ ვართ ძალიან დიდი პოტენციის მატარებელი ქვეყანა და ჩვენ ეს პოტენცია უბრალოდ უნდა ავამუშაოთ,” - განაცხადა პრემიერ მინისტრმა ჩოხატაურში გამართულ შეხვედრაზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.