ირმა ნადირაშვილი: ხელისუფლება ერთი ხელით გვთავაზობს მემორანდუმს, მაგრამ მეორე ხელით იქცევა სრულიად ველურად
17-09-2016, 05:20

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ირმა ნადირაშვილის განცხადებით, გორში, “ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარობის კანდიდატს და აქტივისტებს ”ქართული ოცნების” მხარდამჭერები დაუპირისპირდნენ. ინციდენტი სოფელ ფლავისმანში მოხდა, სადაც ბადრი ბასიშვილს ამომრჩეველთან შეხვედრის საშუალება არ მისცეს.

 

 

„ხელისუფლება ერთი ხელით გვთავაზობს მემორანდუმს და თითქოს სურს, არჩევნები ჩატარდეს ცივილიზებულად, მაგრამ მეორე ხელით იქცევა სრულიად ველურად.

 

 

ხელისუფლებამ ბადრი ბასიშვილს დაახვედრა ზონდერები, კონკრეტულად დაახვედრა მოჭიდავეები და სპორტსკოლის წარმომადგენლები. ამ ყველაფერს კი ხელმძღვანელობდა მალხაზ მეტრეველი. ეს ადამიანი მუშაობს საჯარო სამსახურში და მას დავალებული აქვს ამ ზონის კონტროლი. მოჭიდავეების და სხვა ზონდერების დახმარებით ისინი ცდილობდნენ, რომ ”ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატი არ შეეშვათ სოფელში და ადგილი ჰქონდა ფიზიკურ შეხლა-შემოხლასა და სიტყვიერ შეურაცხყოფას“, - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი