გოდერძი თევზაძის ადვოკატი: დემურ სტურუას მიერ დატოვებული წერილი შესაძლოა გაყალბებული იყოს
17-09-2016, 05:51

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ბრალდებული პოლიციელის გოდერძი თევზაძის ადვოკატის, ლედი ტუკვაძის განცხადებით, დემურ სტურუას მიერ დატოვებული წერილი შესაძლოა გაყალბებული იყოს.

 

 

ადვოკატმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ წერილი, რომელიც საქმეში დევს შესაბამისი ანალიზისთვის სპეციალისტებს წარუდგინა, რომელთა განცხადებითაც, წერილში ორი კალიგრაფია იკვეთება.

 


ტუკვაძის ვარაუდით, სრულიად შესაძლებელია, რომ წერილში გოდერძი თევზაძის სახელი და გვარი დემურ სტურუას ოჯახის ნებისმიერ წევრს, კონკრეტულად კი გარდაცვლილის ძმას სპეციალურად ჩაემატებინა, რადგან, როგორც ადვოკატი აცხადებს, სტურუებს წლების განმავლობაში სამართალდამცველებთან გარკვეული პრეტენზიები ჰქონდათ.

 


სამტრედიის სოფელ დაფნარში მცხოვრებმა 22 წლის დემურ სტურუამ სიცოცხლე თვითმკვლელობით 7 აგვისტოს დაასრულა. გარდაცვალებამდე მან წერილი დატოვა, სადაც სამტრედიის პოლიციის თანამშრომლის გოდერძი თევზაძის მხრიდან ზეწოლის ფაქტზე საუბრობდა. გოდერძი თევზაძე სამართალდამცველებს რამდენიმე კვირიანი ძებნის შემდეგ ჩაბარდა. 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი