გამოძიება ქუთაისის კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსის, გიორგი კაჭარავას კაბინეტიდან ამოღებული იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობების წარმომავლობას არკვევს.
როგორც ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული ქუთაისის კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსის, გიორგი კაჭარავასა და ამავე სამსახურის გამომძიებლის, ზურაბ ჭელიძის საქმის პროკურორმა განაცხდა, ბრალდებულს სამართალდამცველებისთვის არ განუმარტავს თუ როგორ და საიდან აღმოჩნდა მის კაბინეტში დიდი ოდენობით უკანონოდ შეძენილი იარაღი და საბრძოლო მასალა.
”გიორგი კაჭარავას სამუშაო კაბინეტიდან ამოღებულია დიდი ოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა, ფეთქებადი ნივთიერებები და ასაფეთქებელი მოწყობილობები. აღნიშნულთან დაკავშირებით ბრალდებულს განმარტება არ გაუკეთებია. მიმდინარეობს საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები, რათა დადგინდეს იარაღის წარმომავლობა და ის თუ რა მიზნით ჰქონდა აღნიშნული იარაღები შენახული.
ბრალდებულების მხრიდან, მოცემულ საქმეზე არსებობდა მოწმეებზე ზემოქმედების, მიმალვისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეები, რაც სასამართლოს მიერ სრულად იქნა გაზიარებული და ბრალდებულებს შეეფარდათ წინასწარი პატიმრობა”, - აღნიშნა ელიზბარ გოზალიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.