ფონდი "იავნანა": დაინტერესებული მხარეები „იავნანას“ წინააღმდეგ ახალი მიზანმიმართული კამპანიის აგორებას გეგმავენ
17-09-2016, 08:36

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დაინტერესებული მხარეები „იავნანას“ წინააღმდეგ ახალი მიზანმიმართული კამპანიის აგორებას გეგმავენ, - აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ფონდი "იავნანა" ავრცელებს.

 

 

განცხადებაში ნათქვამია, რომ 2016 წლის 9 ოქტომბრამდე ფონდი თავს შეიკავებს კომენტარების გაკეთებისგან, 9 ოქტომბრის შემდეგ კი ნებისმიერ დაინტერესებულ მედის კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით, დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის.

 

 

”ბოლო ორი თვის მანძილზე, ჩვენ არაერთხელ გავხდით მოწმენი წინაასარჩევნო მიზნებისთვის, გარკვეული ძალების მიერ, საქველმოქმედო ფონდით მანიპულირების ფაქტისა. „იავნანას“ შემოქმედებითი და ადმინისტრაციული ჯგუფი, ვინც 13 წლის მანძილზე ყოველდღიური დაუღალავი შრომით შექმნა ფონდის სახე და განახორციელა საერთაშორისო მნიშვნელობის მრავალი საქველმოქმედო და კულტურული პროექტი კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ პაატა ბურჭულაძემ ფონდიდან გასვლის შესახებ საჯარო განცხადება 2015 წლის დეკემბერში გააკეთა. მოგვიანებით კი, ყველა კანონის დაცვით, სრულად გაემიჯნა ფონდის გამგეობასა და ადმინისტრაციას.

 

 

მიუხედავად იმისა, რომ ფონდის საქმიანობა აღარ უკავშირდება პაატა ბურჭულაძეს, ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ დაინტერესებული მხარეები „იავნანას“ წინააღმდეგ ახალი მიზანმიმართული კამპანიის აგორებას გეგმავენ. ფონდი 2016 წლის 9 ოქტომბრამდე თავს შეიკავებს აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით მედიასთან ყოვლეგვარი კომენტარების ჩაწერისა და გამოქვეყნებისგან, რათა საქველმოქმედო ფონდის საქმიანობა არ იქნას გამოყენებული პოლიტიკური „შავი პიარის“ იარაღად. 9 ოქტომბრის შემდეგ კი ფონდი ღია იქნება ყველა თემაზე სასაუბროდ, ნებისმიერი მედია-უწყების წარმომადგენელთან და მათთვის საინტერესო ყოველგვარი დეტალური ინფორმაციის მისაწოდებლად”, - ნათქვამია ”იავნანას” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი