"ქართული ოცნება": ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია ნებისმიერი სახის კანონსაწინააღმდეგო ქმედება წინასაარჩევნო პროცესში
17-09-2016, 09:15

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"ქართული ოცნება" "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას განცხადებით ეხმაურება.

 

 

პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ „ქართული ოცნებისთვის” კატეგორიულად მიუღებელია ნებისმიერი სახის კანონსაწინააღმდეგო ქმედება წინასაარჩევნო პროცესში.

 

 

"დღეს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც სოფელ ფლავისმანში ამომრჩევლებთან შეხვედრაზე ჩასულ გორის მაჟორიტარ კანდიდატს ბადრი ბასიშვილს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

 

 

ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით, “ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი წანასაარჩევნო პლაკატებს საცხოვრებელი სახლების ღობეებზე აკრავდა, რისი საშუალებაც მას მოსახლეობამ არ მისცა. ადგილობრივებმა ბადრი ბასიშვილისთვის საარჩევნო პლაკატების გაკვრის ხელშეშლა იმით ახსნეს, რომ საცხოვრებელი სახლის ღობე მათი კერძო საკუთრებაა და არ სურთ, მათ საკუთრებაზე რაიმე სახის პოლიტიკური სააგიტაციო მასალა იყოს გაკრული. მომხდარზე მოკვლევას შსს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტი აწარმოებს.

 

 

კიდევ ერთხელ გვინდა განვაცხადოთ ,რომ „ქართული ოცნების“ პოზიცია არის მყარი და ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია ნებისმიერი სახის კანონსაწინააღმდეგო ქმედება წინასაარჩევნო პროცესში. „ქართული ოცნება“ სრულად იღებს პასუხისმგებლობას და მიგვაჩნია, რომ დღეს საქართველოში უზრუნველყოფილია თავისუფალი და დემოკრატიული წინასაარჩევნო გარემო არჩევნებში მონაწილე ყველა სუბიექტისთვის”, - ნათქვამია ”ქართული ოცნების” განცხადებაში.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი