გიორგი მარგველაშვილი: პარლამენტში იქნება ბევრი ხმა, რომელიც გაერთიანდება ჩვენი სამშობლოსა და ეროვნული იდეალების სამსახურში
17-09-2016, 09:29

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტის სასახლეში „შენი ხმა ჩვენი მომავალია“ კამპანიის მონაწილე 500-მდე ახალგაზრდას შეხვდა და სერთიფიკატები გადასცა.

 


პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, მარგველაშვილმა ახალგაზრდებს სიტყვით მიმართა, კამპანიაში მონაწილეობისათვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ერთთვიანი კამპანიის ფარგლებში, ახალგაზრდებმა საკუთარი სათქმელი ყველა ამომრჩევლამდე მიიტანეს - რომ ყველა მოქალაქეს ქვეყნის წინაშე აქვს ვალდებულება წავიდეს არჩევნებზე.

 


„მიხარია, რომ დღეს ყველას აქ გხედავთ, როდესაც ვაჯამებთ ჩვენს ერთთვიან, ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვან საქმიანობას - იმას, რაც ჩვენ ყველამ ერთად გავაკეთეთ.
კიდევ ერთხელ, თითოეულს ძალიან დიდი მადლობა ამისათვის.

 


ერთი თვის განმავლობაში თქვენ მოიცავით მთელი საქართველო და ფაქტობრივად, ყველა მოქალაქემდე, ყველა ამომრჩევლამდე მიიტანეთ იმედის და ხვალინდელი უკეთესი დღის ნაპერწკალი.

 


თქვენ არ მოითხოვდით, რომ ხმა მიეცათ რომელიმე პარტიისთვის, ან პოლიტიკური ლიდერისათვის. თქვენ საუბრობდით მთავარზე - რომ ჩვენ ყველა ამ ქვეყნის მოქალაქეები ვართ და ჩვენ ყველას გვაქვს ვალი, ვემსახუროთ ჩვენს სამშობლოს.

 


თქვენ, ამ ერთი თვის განმავლობაში, ასობით და ათიათასობით ადამიანს დაანახეთ, რომ პოლიტიკა არ არის ნეგატივი, რომ ეს არ არის ერთმანეთთან დაპირისპირება, რომ ეს არის ხვალინდელ დღეზე ზრუნვა, რომ ეს არის ფიქრი იმაზე, თუ როგორ უნდა იყოს საქართველო უკეთესი. თქვენ მოსახლეობას დაანახეთ ის, რომ ეს შეიძლება იყოს რომელიმე პარტიის მხარდაჭერის გარეშე, უბრალოდ იმიტომ, რომ ჩვენ ვართ ამ ქვეყნის მოქალაქეები.

 


თქვენ გაახსენეთ ყველას, რომ ჩვენი პოლიტიკის მთავარი მამოძრავებელი ძალა ხალხია და, რომ ძალა და ძალაუფლება, როგორც ჩვენს კონსტიტუციაში წერია, საზოგადოებასა და ხალხშია.

 


ეს იმედი მიეცით ძალიან ბევრ ადამიანს და დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი მუშაობის შედეგად, ეს ქვეყანა იქნება უფრო ძლიერი, უფრო დემოკრატიული.

 


თქვენ მიეცით შესაძლებლობა პოლიტიკოსებსაც, რომ ამ პოზიტივის ფონზე ჰქონოდათ ურთიერთობა ამომრჩეველთან,"- აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

 


პროექტი "შენი ხმა ჩვენი მომავალია" საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება და მიზნად ისახავს ამომრჩევლის გააქტიურებას და არჩევნებში მონაწილეობის მიმართ საქართველოს მოსახლეობის ინტერესის გაზრდას.

 


პროექტის ფარგლებში, მთელი საქართველოს მასშტაბით, საქართველოს 8 ქალაქში 9 ახალგაზრდული საზაფხულო სკოლა მოეწყო, რომელთა მსმენელებიც, საგანგებოდ მათთვის შემუშავებული ტრეინინგების გავლის შემდეგ, საქართველოს მოსახლეობას პირადად ხვდებოდნენ და საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისაკენ მოუწოდებდნენ.

 


საქართველოს პრეზიდენტი კამპანიის მონაწილეებს საქართველოს სხვადასხვა ქალაქში თავად ხვდებოდა და ახალგაზრდებთან ერთად კამპანიის მიმდინარეობის პროცესსა და შედეგებს იხილავდა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი