მე არ მგონია, რომ პოზიტიურია ის პოზიცია, რომელსაც ჩვენი ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი აფიქსირებს, როგორც ქართულ-უკრაინული ურთიერთობების კონტექსტში, ისე საქართველოში წინაასაარჩევნო პროცესში, - აღნიშნული განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა "TV პირველის" ეთერში გააკეთა.
მარგველაშვილის შეფასებით, არ შეიძლება სწორ ნაბიჯად ჩაითვალოს საუბარი დაძაბულობის შეტანაზე.
"როდესაც ჩვენი სტრატეგიული მეგობარი ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირი ასეთი აგრესიული რიტორიკით ჩართული არის ქართულ პოლიტიკაში, ეს არ არის პოზიტიური. ამის თაობაზე არაერთხელ გამიკეთებია განცხადება. მე ვფიქრობ, რომ უკრაინულ-ქართულ ურთიერთობებისთვისაც ეს პრობლემურია. რა თქმა უნდა, ეს დრამატული და დამაზიანებელი არ არის. თუმცა, ის რომ მან სამართალდამცავების კითხვებს არ უპასუხა, ეს თავისთავად დაძაბულობის შემომტანია. ამ დაძაბულობის შემოტანა არ არის საჭირო", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.