როდესაც ამხელა თანამდებობის პირი აკეთებს ასეთი ტიპის განცხადებას, პასუხი არ უნდა იყოს მარტო ქილიკი, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა "TV პირველის" ეთერში შს მინისტრის მიერ დესტაბილიზაციასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამოხმაურებების შეფასებისას.
"ჩვენ უნდა შევეცადოთ და ამ ზეპირსიტყვიერი შაირიდან გადავიდეთ უფრო სერიოზულ პოლიტიკურ დიალოგზე. არ ჯობია, რომ ჩვენ გადავიდეთ ურთიერთობის უფრო ცივილიზებულ ფორმაზე და მაგალითად, დეტალურად გავიაროთ, რას გულისხმობს შინაგან საქმეთა მინისტრი?“, - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა და ამ კონტექსტში საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, გიორგი პაპუაშვილის განცხადებების საპასუხოდ პოლიტიკოსების მიერ გაკეთებული კომენტარები გაიხსენა.
„მე ყოველთვის ყურადღებით ვეკიდები ხოლმე, როცა არის უმაღლესი თანამდებობის პირების განცხადებები. ეს არ შეეხება მხოლოდ შინაგან საქმეთა მინისტრის და მხოლოდ პრემიერ მინისტრის განცხადებებს. მინდა გაგახსენოთ, რომ დაახლოებით თვენახევრის წინ საკონტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემაც გააკეთა უკვე განცხადება და უკვე მერამდენედ. უმაღლესი თანამდებობის პირი - საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე აკეთებდა განცხადებას და რა რეაქცია იყო პოლიტიკური სპექტრისგან? - შაყირი, სკეპტიციზმი, ენამახვილი და ენაკვიმატი პასუხები იყო. ასეთი ძალიან ზედაპირული დამოკიდებულება მაღალი ტრიბუნიდან გაკეთებულ განცხადებაზე არაფერს ჩვენ არ გვმატებს. ჩვენ ვართ სახელმწიფო, რომელსაც აქვს ათასი გამოწვევა, მათ შორის საგარეო და ასეთი მაღალი ტრიბუნიდან გაკეთებულ განცხადებას, ჯობია, რომ დავუკვირდეთ, გავაანალიზოთ და ერთად ვიმსჯელოთ, როგორ გამოვიდეთ ამა თუ იმ სიტუაციიდან“, - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.