ბიძინა ივანიშვილისგან ჩემი მართვა არ ხორციელდებოდა არც ერთ ეტაპზე გარდა იმ პერიოდისა, როდესაც მე ვიყავი მინისტრი, - აღნიშნული განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა "TV პირველის" ეთერში არაფორმალურ მმართველობასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად გააკეთა.
მარგველაშვილის განცხადებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც თავად მინისტრი იყო, ბიძინა ივანიშვილი კი პრემიერ მინისტრი და მართავდა მას, ის ვერ მოიყვანს მაგალითს, რომ ივანიშვილი სხვა შემთხვევაშიც მის მართვას ცდილობდა.
"მე რომ ვისაუბრო ბიძინა ივანიშვილის მიერ არაფორმალურ მმართველობაზე, უნდა მქონდეს ფაქტი. არა ყურმოკრულად, არა ის რომ ვიღაცამ მითხრა, ვიღაცამ ამბავი მომიტანა, წინააღმდეგ შემთხვევაში მე გამომივა მხოლოდ მოსაზრებების გამოთქმა და ჭორაობა", - განაცხადა მარგველაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.