გიორგი კვირიკაშვილთან მაქვს სამუშაო ურთიერთობა, ასევე შეიძლება მუშაობა დავით უსუფაშვილთან, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა „TV პირველის“ ეთერში.
„მე კვირიკაშვილს სწორედ იმ კონტექსტში ვაქებ, რომ მასთან მუშაობა შემიძლია. კვირიკაშვილთან მაქვს სამუშაო ურთიერთობა. ჩვენ შეგვიძლია დავსხდეთ, საკითხები გავიაროთ, ვეკამათოთ ერთმანეთს, არ დავეთანხმოთ, რაღაც მოვიტოვოთ მერე განსახილველად. ეს არის ორ პოლიტიკოსს შორის მუშაობის კონტექსტი. მე მახარებს, რომ კვირიკაშვილთან მაქვს სამუშაო ურთიერთობა. მე როდესაც ვინმე არ მომწონს, მას საერთოდ არ ვიხსენიებ და ღიად არ გამოვთქვამ ნეგატივს და აგრესიას, მაგრამ პოზიტივის ნაწილში კი - კვირიკაშვილთან შეიძლება მუშაობა პოლიტიკაზე, თემებზე, შემდგომ გადასადგმელ ნაბიჯებზე. მე არ შემიფასებია კვირიკაშვილი, როგორც პრემიერი - არ მითქვამს, კარგია თუ ცუდია, მე ვაქებ მას როგორც პოლიტიკოსს, რომელთანაც მუშაობა არის შესაძლებელი და ეს ღირსება ქართულ პოლიტიკაში ძალიან ბევრს არ აქვს, რომ შეგეძლოს მუშაობა. ასევე შეიძლება უსუფაშვილთან მუშაობა“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.