საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი კახა კალაძე ლარის გაუფასურების თაობაზე საუბრობს და ამბობს, რომ ქვეყანაში, არა ეკონომიკური, არამედ სავალუტო კრიზისია, თუმცა აღიარებს, რომ ლარის კურსის დაცემის გამო, ქვეყანაში პრობლემა მართლაც არსებობს.
კალაძე ამავე დროს დასძენს, რომ ბევრს დადის რეგიონებში და ძალიან კარგად იცის თუ როგორ უჭირს ხალხს, თუმცა არც თავად და არც მთავრობა პასუხისმგებლობას არ გაურბის.
ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით კახა კალაძემ ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” ეთერში, გადაცემა "არჩევანში" ისაუბრა.
„ტერმინ ეკონომიკურ კრიზისს არ ვეთანხმები. ამას შეიძლება დავარქვათ სავალუტო კრიზისი. არსებობს ქაოსის ნიშნები და ვთვლი, რომ ეს მიმდინარეობს მიზანმიმართულად გარკვეული ტელევიზიების და ექსპერტების მხრიდან. თუმცა, რაც შეეხება ლარის დევალვაციას, გარკვეული პრობლემა მართლაც არსებობს, თუმცა ეს მხოლოდ საქართველოს პრობლემა არ არის”, – განაცხადა კახა კალაძემ და დაამატა, რომ სხვადასხვა ქვეყნების ვალუტაც გაუფასურებულია.
ენერგეტიკის მინისტრი და ვიცე პრემიერი კახა კალაძე 2015 წელს ეკონომიკურ ზრდას 2- 2,5 პროცენტით პროგნოზირებს.
2 წლის განმავლობაში ქვეყნის ეკონომიკურმა გუნდმა არაერთი პროექტის განხორციელება შეძლო და სამომავლოდაც განაგრძობს ამ მიმართულებით მუშაობას.
“მთავრობა პასუხისმგებლობას არ გაურბის. მე ბევრს დავდივარ და ვიცი, თუ როგორ უჭირს ხალხს რეგიონებში. ჩვენი ხელისუფლების პირობებში, ეკონომიკური გუნდისგან არაერთი პროექტი განხორციელდა და ამას კვლავაც გააგრძელებს. მე ვფიქრობ, რომ წელს ეკონომიკური ზრდა ამ რთულ პირობებშიც კი იქნება ორი, 2,5 პროცენტი”, – განაცხადა კახა კალაძემ.
გადაცემაში კალაძე საქართველოს მიერ მთელ რიგ ქვეყნებთან გამაკაცრებულ სავიზო პოლიტიკასაც შეეხო და თქვა, რომ ამან ინვესტიციებისა და ტურისტების შემოდინებაზე უარყოფითი გავლენა იქონია.
"რაც შეეხება ვიზებს, ეს იყო ევროკავშირის მოთხოვნა, რომ გარკვეული ცვლილებები, რეფორმები განგვეხორციელებინა ამ მიმართულებით და ჩვენ შესაბამისად, ეს ყველაფერი გავაკეთეთ, თუმცა აღმოჩნდა, რომ პრაქტიკაში მან გარკვეული პრობლემები მოუტანა ქვეყანას. ამ მიმართულებით მუშაობენ, იმისათვის, რომ გარკვეული ცვლილილებები კიდევ განხორციელდეს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ინვესტიციების, ტურისტების შემოდინების მიმართულებით ახალმა სავიზო პოლიტიკამ გარკვეული პრობლემები ნამდვილად შექმნა, ამას ვაღიარებთ", - განაცხადა კალაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.