ქართველი მოქანდაკე, ფერმწერი და გრაფიკოსი მერაბ ბერძენიშვილი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მისი ნამუშევრებია: რუსთაველი, ვახტანგ გორგასლის ძეგლის პროექტი, მონუმენტები: დავით გურამიშვილი, გიორგი სააკაძე, მედეა, „მუზა“, „კიდევაც დაიზრდებიან“.
შექმნილი აქვს სკულპტურული პორტრეტები: ქართველი ქალი, ლადო ქოქიაშვილი, კოტე მარჯანიშვილი, ილია ჭავჭავაძე, ტიციან ტაბიძე, დოდო აბაშიძე, ნოდარ დუმბაძის მემორიალი და სხვ.
მერაბ ბერძენიშვილი წარმატებით მუშაობდა წიგნის გრაფიკის, თეატრალური პლაკატისა და აფიშის სფეროშიც. იგი იყო საქართველოს დამსახურებული მხატვარი, საქართველოს სახალხო მხატვარი, საქართველოს კულტურის ფონდის პრეზიდენტი.
მერაბ ბერძენიშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით შექმნილია სახელმწიფო კომისია და დაკრძალვის ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის სამიძმირს წერილშია ნათქვამი.
„დიდ მწუხარებას გამოვთქვამ სახელგანთქმული მოქანდაკის - მერაბ ბერძენიშვილის გარდაცვალების გამო.
მემკვიდრეობა, რომელიც მერაბ ბერძენიშვილმა დატოვა, ჩვენი ქვეყნის სიმდიდრეა. მის მიერ შექმნილი მონუმენტური ქანდაკებები საუკეთესოდ ასახავს ჩვენს მრავალსაუკუნოვან ისტორიას, ქართველი კაცის ბუნებას, ჩვენს უმთავრეს ღირებულებებს.
სამძიმარს ვუცხადებ ბატონი მერაბის ოჯახს, ახლობლებს, მთელ საქართველოს“,-აცხადებს გიორგი კვირიკაშვილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.