ამერიკის შტატ მინესოტაში ქალაქ სენტ-კლაუდში მდებარე სავაჭრო ცენტრში შეიარაღებულმა მამაკაცმა, სულ მცირე 8 ადამიანი დაჭრა.
BBC-ის ცნობით, არც ერთი მათგანის დაზიანებები სიცოცხლისთვის საშიში არ არის.
პოლიციამ თავდამსხმელის ლიკვიდირება მოახერხა.
ჯერჯერობით მისი ვინაობა უცნობია.
ქალაქის პოლიციის უფროსის, უილიამ ბლერ ანდერსონის თქმით, თავდამსხმელმა, სულ მცირე, ერთ დაშავებულს ჰკითხა მუსლიმი იყო თუ არა, თავდასხმის დროს კი ალაჰის სახელი ახსენა.
მისივე თქმით, მამაკაცს დაცვის კერძო კომპანიის უნიფორმა ეცვა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.