შსს საჯარო სკოლებში უსაფრთხოების საგანმანათლებლო პროგრამას იწყებს
18-09-2016, 03:31

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შინაგან საქმეთა სამინისტრო მთელი ქვეყნის მასშტაბით, საჯარო სკოლებში იწყებს საგანმანათლებლო პროგრამას - „უსაფრთხოების ათი გაკვეთილი“.

 

 

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, შსს-ს აკადემიაში საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე ტრენერების გადამზადება მიმდინარეობს.

 

 

შსს-ს საპატრულო პოლიციის, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს და 112-ის სპეციალურად გადამზადებული თანამშრომლები საქართველოს საჯარო სკოლების მეხუთე კლასის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრებს გამართავენ და უსაფრთხოების საკითხებზე ესაუბრებიან.

 

"უსაფრთხოების 10 გაკვეთილის ფარგლებში, ბავშვები გაეცნობიან საგზაო მოძრაობის, კრიზისულ ვითარებაში მოქმედების და ბუნებრივი კატასტროფების დროს რეაგირების აუცილებელ წესებს.

 

 

მიმდინარე სასწავლო წელს, საწყის ეტაპზე პროგრამაში საქართველოს 42 საჯარო სკოლა ჩაერთვება. სპეციალურად ამ პროგრამისთვის მომზადდა გზამკვლევი, რომელშიც ბავშვებისათვის გასაგებ ენაზე, ადაპტირებული სახით წარმოდგენილია უსაფრთხოების თემები. მოსწავლეებს ჩაუტარდებათ პრაქტიკული ინსტრუქტაჟი, თუ როგორ უნდა მოიქცნენ მიწისძვრის, ხანძრის, წყალდიდობის, ავტოსაგზაო და სხვადასხვა გადაუდებელი შემთხვევის დროს.

 

 

საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია მოზარდების ინფორმირება უსაფრთხოების წესების შესახებ და მათი ცნობიერების ამაღლება კატასტროფების დროს რეაგირებასთან დაკავშირებით.

 

 

პროექტის განხორციელებაში, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, ჩართულნი არიან განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და საერთაშორისო ორგანიზაციები",-აცხადებენ შსს-ში.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი