„ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატის ცოლს ბრალი წაუყენეს
18-09-2016, 04:07

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პროკურატურამ „ნაციონალური მოძრაობის“ მარტვილი-აბაშის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ზაალ გოროზიას მეუღლეს, ოლგა ჩურკანოვას ბრალი წაუყენა.

 

 

გამოძიება 125-ე ცემა-ძალადობის მუხლით დაიწყო.

 

 

ამასთან, ოლგა ჩურკანოვას მარტვილის N65 საოლქო საარჩევნო კომისიის მუდმივმოქმედი წევრის უფლებამოსილება შეუწყდა.

 

 

რამდენიმე კვირის წინ მარტვილის საოლქო საარჩევნო კომისიაში დაპირისპირება მოხდა.

 

 

კომისიის თავმჯდომარის, გრიგოლ ბართაიას ინფორმაციით, ჩურკანოვა სხდომაზე ნასვამ მდგომარეობაში მივიდა და შელაპარაკების ნიადაგზე კომისიის დროებით წევრს „ქართული ოცნებიდან“ ელგა ცანავას და კომისიის მდივან ნინო დანელიას სცემა.

 

 

თავად ჩურკანოვა აცხადებს, რომ კონკურსის წესით შერჩევის ნაცვლად, კანდიდატები სუს-ის მიერ იყო შერჩეული და კომისიას სია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა მიაწოდა. მისივე თქმით, ის მეუღლის „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კავშირის გამო პოლიტიკური დევნის მსხვერპლია.

 

 

„მე ვარ ზაალ გოროზიას მეუღლე და სწორედ ამიტომ დაიგეგმა ეს ყველაფერი. ეს იყო მიზანმიმართული პროვოკაცია“, – აცხადებს ჩურკანოვა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი