საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ დასავლეთ სარდლობის სამხედრო დანაყოფები მოინახულა.
ლევან იზორია დასავლეთის სარდალთან, პოლკოვნიკ შალვა ჯაბახიძესთან ერთად ქუთაისის, ხონის, სენაკის და ადლიის სამხედრო ბაზებს ესტუმრა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი სამხედრო ბაზებზე არსებულ სიტუაციას და სამხედრო მოსამსახურეთა საცხოვრებელ პირობებს პირადად გაეცნო.
თავდაცვის მინისტრმა დასავლეთ სარდლობაში შემავალი სამხედრო დანაყოფების ხელმძღვანელობისგან სხვადასხვა საკითხზე პრობლემებზე ინფორმაცია მოისმინა. ლევან იზორიამ სამხედრო მოსამსახურეებს საერთაშორისო მისებში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა და მათ მიერ დასმულ ყველა საკითხში მხარდაჭერა აღუთქვა.
ლევან იზორიამ სენაკის სამხედრო ბაზაზე, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკო.
„ჩვენ ორი დღის განმავლობაში მოვიარეთ დასავლეთ საქართველოში ყველა სამხედრო დანაყოფი. მიზანი ამ შეხვედრებისა გახლდათ ის, რომ უშუალოდ გამეგო მათი პრობლემების შესახებ, რათა ერთად შემდეგ გადავჭრათ ეს პრობლემები. პირველ რიგში, მათ მე მადლობა გადავუხადე იმ გაწეული საქმიანობისთვის, რაც მათ საერთაშორისო მისიებში გაწიეს საქართველოსთვის და მართლაც ეს ხალხი არის დასაფასებელი. ჩვენი ჯარისკაცები დამათ უნდა ჰქონდეთ ყველაზე კარგი პირობები იმისთვის, რომ ის მისია რაც უკავშირდება სამშობლოს სამსახურის მისიას ღირსეულად განახორციელონ მომავალში“,- განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
თავდაცვის მინისტრი დასავლეთ სარდლობის ბაზების მონახულების შემდეგ, აღმოსავლეთ სარდლობაში სტუმრობას გეგმავს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.