გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი მინისტრის მოადგილესთან, მაია ბითაძესთან ერთად, ქვემო ქართლის სოფელ სააკაძეში განთავსებულ რადიოაქტიური ნარჩენების სამარხის სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგებს ადგილზე გაეცნო.
გარემოს დაცვის სამინისტროს ცნობით, აღნიშნული სამუშაოები ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს ორგანიზებით განხორციელდა.
„სამარხი მრავალშრიანი დამცავი საფარით გადაიხურა, რომელიც უზრუნველყოფს როგორც რადიაციული საფრთხის შემცირებას, ასევე სამარხის მცენარეებისა და ნალექებისაგან დაცვას.
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ 2013 წლიდან დაიწყო სამარხის რადიაციული უსაფრთხოების გაუმჯობესებისათვის კონკრეტული ღონისძიებების ჩატარება, კერძოდ, პირველ ეტაპზე ბრიტანეთის მთავრობისა და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დახმარებით რადიოაქტიური ნარჩენების სამარხის ტერიტორიის ფიზიკური დაცვის სამუშაოები განხორციელდა - შემოიღობა ტერიტორია და განახლდა მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობები“,-აცხადებენ უწყებაში.
რადიოაქტიური ნარჩენების სამარხი 60-იან წლებშია აშენებული და ბოლო 25 წლის განმავლობაში უკონტროლოდ იყო მიტოვებული, რის გამოც სამარხი არ აკმაყოფილებდა უსაფრთხოების მოთხოვნებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.