კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორეს თქმით, განსაცდელი ხშირად მოდის ღვთისაგან, რათა ადამიანის გრძნობებისა და რწმენის გამოცდა მოხდეს.
ამის შესახებ მან სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას ბრძანა.
პატრიარქმა ასევე აღნიშნა, რომ ყოველი ადამიანი განსაცდელის წინაშე დგას და ბედნიერია ის, რომელიც დაძლევს ამ განსაცდელს და გამოცდას.
„ყოველი ადამიანი განსაცდელის წინაშე დგას და ბედნიერია ის, რომელიც დაძლევს ამ განსაცდელს და გამოცდას. ასეთი განსაცდელი ჰქონდა იოანე ნათლისმცემლის მშობლებს, როდესაც არ ჰყავდათ მათ შვილი და თითქოს იმედი დაკარგული ჰქონდათ, მაგრამ უფალმა მოიღო წყალობა მათზე და ეყოლა წმინდა იოანე ნათლისმცემელი.
განსაცდელი ხშირად მოდის ღვთისგან, გამოცდის ადამიანს და ჩვენს რწმენასა თუ მოთმინებას. გამოცდა ადამიანებისაგან, ბოროტი ძალისაგან.
ერთ ამერიკელ მწერალს აქვს აღწერილი ძალიან მძიმე გამოცდა. დედა ორი შვილით ზღვის ნაპირზე იმყოფებოდა. მოხდა ისე, რომ დიდი ტალღა წამოვიდა მათზე და სამივე მათგანი ზღვაში აღმოჩნდა. იქვე ახლოს იყო მცენარე, ხე. დედას შეეძლო მოეკიდა ხელი ამ ხისთვის და გადარჩენილიყო. მექანიკურად დედამ გაუშვა უფროს შვილს ხელი და ტალღამ წაართვა უფროსი შვილი. დედამ მოკიდა ხელი ხეს და ეძახდა შვილს, თუმცა ვეღარ დაიბრუნა.დედას ეგონა, რომ შვილი დაიღუპებოდა, თუმცა ზღვამ გამორიყა ნაპირზე და გადარჩა შვილი. შემდეგ ამ მწერალს აღწერილი აქვს, რომ სამივე შეხვდა ერთმანეთს და უფროსი შვილი ეკითხება დედას, თუ რატომ გამიშვი ხელიო. დედას პასუხი არ ჰქონდა“, - განაცხადა ილია მეორემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.