დავით კირკიტაძე: რუსთავის მერიისა და საკრებულოს მაღალჩინოსნებმა რესტორანში ბიუჯეტის თანხით იქეიფეს და 12 199 ლარი დახარჯეს
18-09-2016, 05:29

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ნაციონალური მოძრაობის“ რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დავით კირკიტაძე რუსთავის ადგილობრივ თვითმმართველობას საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვაში ადანაშაულებს.

 

 

როგორც დავით კირკიტაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ქალაქის მერიისა და საკრებულოს მაღალჩინოსნებმა, „ქართული ოცნების“ აქტივისტებთან ერთად, ბიუჯეტის თანხით, ერთ-ერთ რესტორანში 12 199 ლარი  გადაიხადეს.

 

 

კირკიტაძემ მისი თქმით, ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა და გადახდის ქვითარი წარმოადგინა.

 

 

„იმის ფონზე, რომ ქვეყანაში უკიდურესი გაჭირვებაა, მაღალი თანამდებობის პირები თავს უფლებას აძლევენ 10 ათასობით ლარი ღრეობებში დახარჯონ. რუსთავის მაგალითზე მინდა ვისაუბრო - გუშინ, მაღალი თნამდებობის პირებმა, გუბერნატორმა, მერმა, ვიცე-მერებმა, საკრებულოს თავმჯდომარემ და სხვებმა, ბიუჯეტის თანხით იქეიფეს და 12 199 ლარი დახარჯეს. ეს მაშინ, როცა დახმარების სათხოვნელად მისულ მოქალაქეებს ცივი უარით ისტუმრებენ. ეს არის ამაზრზენი და მათ თავგასულობას და არაკომპეტენტურობას ადასტურებს“, - განაცხადა დავით კირკიტაძემ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი