ნოდარ ტაბიძე 86 წლის ასაკში გარდაიცვალა
18-09-2016, 06:18

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, მწერალი და პუბლიცისტი ნოდარ ტაბიძე 86 წლის ასაკში გარდაიცვალა.

 

 

ის წლების განმავლობაში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის დეკანი იყო.

 

 

ნოდარ ტაბიძემ ბიძის, პოეტ გალაკტიონ ტაბიძის შემოქმედების შესახებ რამდენიმე წიგნი გამოაქვეყნა. ასევე, იყო გალაკტიონ ტაბიძის მუზეუმის მთავარი კონსულტანტი.

 

 

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ნოდარ ტაბიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს მისი ოჯახის წევრებს.

 

 

„ძალზე დამწყვიტა გული ცნობამ ბატონი ნოდარ ტაბიძის გარდაცვალების შესახებ.

 

 

გამორჩეული პუბლიცისტი და შესანიშნავი პედაგოგი, იგი ერთნაირი თავდადებით ემსახურებოდა ჟურნალისტიკის განვითარებას და მომავალ თაობათა აღზრდას. განუზომელია ბატონი ნოდარის წვლილი მისი ბიძის, დიდი გალაკტიონის შემოქმედების მეცნიერულ შესწავლაში.

 

 

ბატონი ნოდარი დააკლდება არა მხოლოდ ოჯახს და ახლობლებს, არამედ ქართულ ჟურნალისტიკას, დედა-უნივერსიტეტს, მთლიანად ჩვენ საზოგადოებას.

 

 

მის ოჯახთან ერთად ვწუხვარ ამ დანაკლისს და პატივს მივაგებ ბატონი ნოდარის ნათელ ხსოვნას“,-აცხადებს პრეზიდენტი.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი