„ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი სანდრა რულოვსი ამომრჩეველს ახალ კახათში შეხვდა.
ყოფილ პირველი ლედი მოსახლეობის პრობლემებს გაეცნო და მათ პარტიის პროგრამა წარუდგინა.
მისი თქმით, ადგილობრივები ხელისუფლებას ზეწოლაში ადანაშაულებენ. შეხვედრის მონაწილეების განცხადებით, სანდრა რულოვსთან შეხვედრის შემთხვევაში ნათესავების სამსახურიდან გაშვებით ემუქრებიან.
„აშინებენ ხალხს, სამსახურის, ძმის ან დის სამსახურის წართმევით, პირადობის ჩამორთმევით ემუქრებიან. ასეთი მეთოდები ჩვენთვის მიუღებელია. გვინდა, რომ მშვიდად, წყნარად ჩატარდეს საარჩევნო პროცესი, რომ არ იყოს ეს შეშინებები, რომ ხალხმა ამის წინააღმდეგ მშვიდობიანი პროტესტი გამოხატონ“, - განაცხადა სანდრა რულოვსმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.