საგარეო უწყება: რუსეთმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე 21 საარჩევნო უბანი უკანონოდ გახსნა
18-09-2016, 07:08

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

რუსეთის ფედერაციამ, მიმდინარე წლის 18 სექტემბრის სახელმწიფო დუმის არჩევნებისთვის, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონოდ გახსნა 21 საარჩევნო უბანი.

 

 

ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.

 

 

ამასთან, უწყების ცნობით, რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის დადგენილებით, ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრები 114 ათასზე მეტი ადამიანი რუსეთის ფედერაციის სხვადასხვა მხარესა თუ ოლქში ამომრჩევლის სტატუსით იქნა დარეგისტრირებული.

 

 

„ნიშანდობლივია, რომ მოსკოვმა ჯერ კიდევ 2000-იან წლებში დაიწყო აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის უკანონო, იძულებითი პასპორტიზაცია, რომელთაც 2011-2012 წლებში არალეგიტიმურად მიაღებინა მონაწილეობა რუსეთის ფედერაციის საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში. მეტიც, 2016 წლის სახელმწიფო დუმის არჩევნებისთვის ისინი შეყვანილ იქნენ რუსეთის ფედერალური ოლქების საარჩევნო სიებში და ხმას მისცემენ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს რუსეთის შესაბამისი ფედერალური ოლქიდან.

 

 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის არჩევნების ჩატარებას საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში, როგორც მოსკოვის ანექსიური პოლიტიკის მორიგ გამოვლინებას, რომელიც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებს. რუსეთის ფედერაცია ზემოაღნიშნული ქმედებებით უგულებელყოფს გაეროს წესდებით განმტკიცებულ იმ უმნიშვნელოვანეს პრინციპებს, როგორიცაა საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვევობა და შიდა საქმეებში ჩაურევლობა.

 

 

სამინისტრო  საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდებს, სათანადო შეფასება მისცეს და რეაგირება მოახდინოს რუსეთის მორიგ უკანონო ქმედებებზე ოკუპირებულ რეგიონებში, რომლებიც მიმართულია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფისაკენ“,-ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

 

 

რუსეთში დუმის არჩევნები მიმდინარეობს. BBC-ის ინფორმაციით, დუმის არჩევნებში მონაწილეობას უკრაინაში მცხოვრები რუსეთის მოქალაქეებიც  იღებენ. რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატის სადეპუტატო მანდატების მოსაპოვებლად 14 პოლიტიკური პარტია იბრძვის. სახელმწიფო სათათბიროში მანდატების მოსაპოვებლად პოლიტიკურმა ძალებმა 5 პროცენტიანი ბარიერი უნდა გადალახონ.  არჩევნები მოსკოვის დროით 21:00 საათზე დასრულდება.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი