ლისის ტბის გარშემო საფეხმავლო და საველოსიპედე ბილიკი მოეწყო
18-09-2016, 08:38

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის მერიამ ლისის ტბის გარშემო საფეხმავლო და საველოსიპედე ბილიკის მოწყობა დაასრულა.

 

 

წრიული საფეხმავლო გზის გახსნის ღონისძიებას თბილისის მერი დავით ნარმანია, ვიცე-მერი ლაშა აბაშიძე, თბილისის განვითარების ფონდის დირექტორი გიორგი ბაიდარაშვილი და კომპანია „ლისი დეველოპმენტის“ წარმომადგენლები დაესწრნენ.

 

 

დავით ნარმანიას თქმით, ბილიკის მოწყობისთვის მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.

 

 

„თბილისის მერიამ თბილისის განვითარების ფონდთან ერთად მოაწყო ბილიკი, რომელიც გულისხმობს სპორტის განვითარების ხელშეწყობას, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას. აქ გაკეთდა როგორც საფეხმავლო-სასეირნო, ასევე საველოსიპედე ბილიკი თავისი განათების, სანიაღვრე და საგზაო ნიშნების სისტემებით. მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა და განხორციელდა კომპლექსური პროექტი იმისათვის, რომ ეს ტერიტორია რეკრეაციულ-გამაჯანსაღებელი მიმართულებით განვითარდეს, ჩვენს მოქალაქეებს კი ფეხით თუ ველოსიპედით სეირნობისა და, ქალაქიდან გაუსვლელად, კომფორტული და ჯანსაღი დასვენების საშუალება მიეცეს“,- განაცხადა დავით ნარმანიამ.

 

 

თბილისის მერიის ცნობით, კეთილმოწყობილი წრიული ბილიკის სიგრძე სრულად 3 კილომეტრს შეადგენს.

 

 

„ტბის გარშემო გზის 2,5-კილომეტრიან მონაკვეთში დაიგო ბეტონის საფარი, მოეწყო სადრენაჟე-სანიაღვრე ქსელი და გარე განათების სისტემა. ბილიკის გასწვრივ 101 სანათი ბოძი და 10 ურნა დამონტაჟდა. ტბის გარშემო დაიდგა ასევე ნაგავშემკრები კონტეინერები. ამასთან, კეთილმოეწყო საფეხმავლო გზის გვერდულები. საფეხმავლო ბილიკზე განთავსდა საგზაო ნიშნები და ყოველ 500 მეტრში დამონტაჟდა მანძილის აღმნიშვნელი ბოძები.

 

 

ლისის ტბის შემოვლითი საფეხმავლო ბილიკის მოწყობა პროექტ „ახალი ტფილისის“ ერთ-ერთი მიმართულების - „სარეკრეაციო ზონების მოწყობა-განვითარების პროგრამის“ ნაწილია. აღნიშნული პროექტი თბილისის მაცხოვრებლებისა და სტუმრებისთვის აქტიური დასვენების და ცხოვრების ჯანსაღი წესის ხელშეწყობის მიზნით დაიგეგმა და განხორციელდა“,-აცხადებენ მერიაში.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი