„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ცაცხვში და ორსანტიაში იმყოფებოდა.
მან ადგილობრივ მოსახლეობას „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის და გამგებლობის კანდიდატები წარუდგინა.
კერძოდ კი სოფელ ცაცხვში შეკრებილებს „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა ხობის მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი ბერაია და ზუგდიდის გამგებლობის კანდიდატი ლაშა გოგია წარუდგინა; სოფელ ორსანტიაში გამართულ შეხვედრაზე კი - ადგილობრივებს საქართველოს პარლამენტში ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი ედიშერ თოლორაია და ზუგდიდის გამგებლობის კანდიდატი ლაშა გოგია.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.