ეგზიტ პოლების მიხედვით, რუსეთის სახელმწიფო დუმის არჩევნებში ვლადიმერ პუტინის მხარდაჭერილი "ერთიანი რუსეთი" ლიდერობს და მას ამომრჩეველთა 40%-ზე მეტი ხმა აქვს მიღებული. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
პუტინის პარტიას ნაციონალისტური "ლიბერალ-დემოკრატიული" (ელ-დე-პე-ერ-ი - ჟირინივოსკის პარტია) და "კომუნისტური" პარტიები მოჰყვებიან და მათ შესაბამისად, ხმათა 14-16% აქვთ მიღებული.

როგორც BBC წერს, თუ ეგზიტ პოლების შედეგები დადასტურდა, "ერთიანი რუსეთის" მიმართ 2011 წლის დუმის არჩევნებთან შედარებით, როცა ამ პარტიამ 49% მიიღო, მხარდაჭერა შემცირებული იქნება.
როგორც ჩანს, ლიბერალურმა ოპოზიციურმა პარტიებმა 5%-იანი ბარიერი ვერ გადალახეს და ისინი პარლამენტს მიღმა აღმოჩნდნენ, თუმცა მათ წარმომადგენლებს აქვთ შანსები ცალკეულ ოლქებში, ინდივიდუალურად გამარჯვება მოიპოვონ და სახელმწიფო დუმაში შევიდნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.