ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ წინასწარ გამოქვეყნებული ბოლო მონაცემებით, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მოკავშირეებმა კომფორტულად გაიმარჯვეს საპარლამენტო არჩევნებში. მმართველ "ერთიან რუსეთს" კვირას გამართულ საპარლამენტო არჩევნებში ხმების მეოთხედის დათვლის შედეგად, 51% აქვს მიღებული.
როგორც "როიტერსი" წერს, ეს საშუალებას მისცემს პარტიას, რომელიც პუტინმა დააფუძნა და მისი პოპულარობით იღებს სარგებელს, გაახანგრძლივოს დომინანტობა პარლამენტის ქვედა პალატაში, დუმაში.
რუსული "რია ნოვოსტის" ცნობით, "ერთიანმა რუსეთმა" კონსტიტუციური უმრავლესობა მოიპოვა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის პირველადი მონაცემების გამოქვეყნებამდე ეგზით პოლების შედეგები გახდა ცნობილი, რომლის მიხედვითაც არჩევნებში 45%-ზე მეტი ხმების მიღებით "ერთაინი რუსეთი" ლიდერობდა.
BBC -ს ცნობით, პუტინის პარტიას ნაციონალისტური "ლიბერალ-დემოკრატიული" (ელ-დე-პე-ერ-ი - ჟირინივოსკის პარტია) და "კომუნისტური" პარტიები მოჰყვებიან და მათ შესაბამისად, ხმათა 14-16% აქვთ მიღებული.
როგორც ამ დროისთვის იკვეთება, ლიბერალურმა ოპოზიციურმა პარტიებმა 5%-იანი ბარიერი ვერ გადალახეს და ისინი პარლამენტს მიღმა აღმოჩნდნენ, თუმცა მათ წარმომადგენლებს აქვთ შანსები ცალკეულ ოლქებში, ინდივიდუალურად გამარჯვება მოიპოვონ და სახელმწიფო დუმაში შევიდნენ.
საარჩევნო უბნების დახურვიდან რამდენიმე წუთში, პუტინმა, საარჩევნო კამპანიის თანამშრომლებთან საუბრისას განაცხადა, რომ ეკონომიკური დაღმასვლის მიუხედავად ამომრჩევლები ისევ ენდობიან რუსეთის ხელმძღვანელობას.
"ჩვენ შეიძლება დაბეჯითებით ვთქვათ, რომ პარტიამ ძალიან კარგი შედეგი აჩვენა", - თქვა პუტინმა, "ერთიანი რუსეთის" შტაბ-ბინაში, სადაც ის პარტიის ლიდერთან და ქვეყნის პრემიერ მინისტრ, დიმიტრი მედვედევთან ერთად მივიდა.
"ჩვენ ვიცით, რომ ცხოვრება მძიმეა ადამიანებისთვის, არსებობს ბევრი პრობლემა, ბევრი გადაუწყვეტელი პრობლემა, მიუხედავად ამისა, ჩვენ გვაქვს ეს შედეგი", - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
როგორც "როიტერსი" წერს, საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ერთგვარი უპირატესობა იქნება პუტინისთვის, რომელსაც ჯერ არ განუცხადებია, აპირებს თუ არა მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.