მოძრაობას „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“ ახალგაზრდების ერთი ჯგუფი დატოვებს.
ამის შესახებ მოძრაობის ლიდერმა პაატა ბურჭულაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ახალგაზრდები, რომლებიც დღეს 12:00 საათზე განცხადების გაკეთებას გეგმავენ, „ხათუნა ლაგაზიძის მოყვანილი შვილობილები“ არიან.
„უნდა ვთქვა, თუ რა ზეწოლა ხდება ჩვენზე. დღეს იქნება ბოლო ზეწოლა და ამით მორჩება - ახალგაზრდებიც წამოაყენეს. აი, ნახავთ 12:00-ზე რა იქნება... აუცილებელია ხალხი მოვიდეს ჭკუაზე და აირჩიოს მთავრობა, რომელიც მას გამოადგება. დღევანდელი მთავრობა ღუპავს საქართველოს. მე ზუსტად ამიტომ მოვედი პოლიტიკაში, რომ ეს მეთქვა“, - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.