თუ ადამიანს ზრდილობიანად ვესაუბრები, სულაც არ ნიშნავს, რომ მასზე დაქვემდებარებული ვარ, ან მის წინაშე თავს ანგარიშვალდებულად მივიჩნევ - უბრალოდ მისი დაწყნარება და დამშვიდება მინდოდა, - აღნიშნული განცხადება მოძრაობა "სახელმწიფო ხალხისთვის" ლიდერმა გაზეთ "კვირის პალიტრასთან" საუბრისას "რუსთავი 2"-ის გენერალურ დირექტორთან სატელეფონო საუბრის შესახებ გააკეთა.
"გვარამიას დიდი ხანია ვიცნობ, ”რუსთავი 2” ფონდ ”იავნანას” წლების განმავლობაში ეხმარებოდა, ნიკასაც ამ ფონდის განვითარებაში დიდი წვლილი მიუძღვის - ასე რომ, ძალიან აღშფოთებული იყო, მინდოდა, ყველაფერი დეტალურად გამერკვია. ის ნამდვილად არ მოელოდა, რომ ჩვენი გუნდიდან ვინმეს მსგავსი განცხადების გაკეთება შეეძლო”, - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.
ბურჭულაძე გამორიცხავს, რომ ინტერნეტსივრცეში გავრცელებული აუდიოჩანაეწრი, ნიკა გვარამიას გამოექვეყნებინა, რადგან "ჩანაწერი ისე იყო დამონტაჟებული, რომ ერთ-ერთში იმეორებს მთავრობის რიტორიკას".
”ყურადღება მიაქციეთ, ჩვენ ერთმანეთთან თქვენობით ვსაუბრობთ, უბრალოდ თავადაც გაკვირვებული ვიყავი, რადგან ნიკასგან მსგავსი აღშფოთებული დიალოგი არ მომისმენია”, - აღნიშნა ბურჭულაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.