მოძრაობა "სახელმწიფო ხალხისთვის" ლიდერი პაატა ბურჭულაძე საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთბულ განცხადებებს ეხმაურება.
გაზეთ "კვირის პალიტრასან" საუბრისას ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ ივანიშვილის განცხადებებს სერიოზულად არ აღიქვამს.
”ივანიშვილის კრიტიკაზე ვერთობი, საინტერესო ისტორიებს ვისმენ, თურმე უგულავას ნაჩუქარი საათით დავდივარ, 60 წლის იუბილე სამჯერ გადავიხადე და ა.შ. თავადაც ერთობა, როცა განცხადებებს სხვადასხვა ქალაქიდან აკეთებს. რატომ იწუხებს თავს, იყოს თბილისში და აქედან უპასუხოს ჟურნალისტებს”, - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.
ბურჭულაძე გამოეხმაურა ყოფილი პრემიერის განცხადებას იმის შესახებ, რომ მან ”ქართული ოცნების” მხარდაჭერის სანაცვლოდ ძალიან დიდი თანხა მოითხოვა“, მსოფლიო ბანი პასუხობს, რომ ”ეს ხუმრობა იყო - ნახევარი სამეფო მათხოვე, სამნახევარი მილიარდი მინდა-მეთქი”.
”აბა, ასეთ სიცრუეს სერიოზულად როგორ ვუპასუხო? სხვათაშორის, ის მაშინაც იტყუება, როდესაც ამბობს, პაატა არჩევნების შემდეგ არ მინახავსო. არადა, სწორედ 2012 წლის შემდეგ, ზაფხულში, თავის ზღვისპირა სახლში დამპატიჟა, თუმცა ამას რატომღაც უარყოფს. ამის მოწმე გია ხუხაშვილია, ისიც ჩვენთან ერთად იყო”, - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.