საქართველოს პრემიერ მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებებს " რესპუბლიკური პარტიის" წევრი დავით ბერძენიშვილი ეხმაურება და აცხადებს, რომ "თუ ბიძინა ივანიშვილი ჩვენს წინააღმდეგ უსაფუძვლო ბრალდებებს არ დაასრულებს, მტკიცებულებებს წარვადგენთ".
”მან ჩათვალა, რომ ჭარბი ნდობა აქვს და რასაც იტყვის, სიმართლეა თუ ტყუილი, საზოგადოება დაიჯერებს. ჯერ ერთი, რა ნდობაც უნდა ჰქონდეს ივანიშვილს, ტყუილს საზოგადოება არასდროს დაიჯერებს და თანაც, მას საზოგადოებაში ნდობის მხრივაც სერიოზული პრობლემები აქვს. ივანიშვილის წინააღმდეგ ფრონტი ჩვენ არ გაგვიხსნია, პირველად მან გახსნა ცეცხლი, როდესაც მის მიერ წარმატებულ მნიშვნელოვან ფიგურად აღირებული უსუფაშვილი გააკრტიკა. მეტიც, ერთი-ორჯერ უსუფაშვილი უხამსი სიტყვებით მოიხსენია. იმედი მაქვს, ამას მალე გაიაზრებს და ბოდიშსაც მოიხდის.
ვიმეორებ, ფრონტის ხაზი ჩვენ არ გაგვიხსნია. არც იმას ვამბობ, რომ ბიძინა ივანიშვილი ცუდი ადამიანია. ის კარგი კაცი და ქველმოქმედი იყო, მაგრამ პოლიტიკაში ბევრი შეცდომა დაუშვა. მაგალითად, მიხეილ სააკაშვილს იმაზე დიდხანს შერჩა, ვიდრე უნდა ყოფილიყო - 7 ნოემბრის შემდეგაც კი მასთან ურთიერთობას ახერხებდა. ჩვენ კი რამდენიმე თვე დაგვჭირდა, რომ სააკაშვილის უვარგისობა დაგვენახა. მიუხედავად ამისა, 2012 წელს ერთობლივი ძალებით სააკაშვილი დავამთავრეთ, თუმცა ივანიშვილი ცდილობს, 2016 წელსაც მასთან ვირტუალური ბრძოლა განაახლოს”, - განაცხადა ბერძენიშვილმა.
"რესპუბლიკური პარტიის" წარმომადგენელმა ბიძინა ივანიშვილთან ის შეხვედრაც გაიხსენა, როდესაც ივანიშვილმა დავით უსუფაშვილს პრემიერ მინსიტრობა შესთავაზა.
”დეტალურად აგიხსნით - 2015 წლის თებერვალში ივანიშვილმა მე და უსუფაშვილს დილის ცხრა საათზე შეხვედრა დაგვინიშნა. როდესაც მივედით, გვითხრა, პრემიერ მინისტრის პოსტზე დავით უსუფაშვილს გთავაზობთო. ჩვენი უარის მიზეზი კი ის იყო, რომ ივანიშვილისგან პროცესებში ფორმალურად დაბრუნებაზე ნეგატიური პასუხი მივიღეთ. თუ ივანიშვილი პოლიტსაბჭოში არ დაბრუნდებოდა, არაფორმალური მმართველობა უსუფაშვილის პრემიერობის პირობებშიც გაგრძელდებოდა, რაც პროცესებს ისევ ჩიხამდე მიიყვანდა. ვერც ”ქართული ოცნების” განახლება და კოალიციისთვის ევროპული ელფერის შემატება მოხერხდა, რაც კოალიციის დაშლით დასრულდა. ხაზგასმით ვაცხადებ, თუ ბიძინა ივანიშვილი ჩვენს წინააღმდეგ უსაფუძვლო ბრალდებებს არ დაასრულებს, საზოგადოებას მტკიცებულებებს წარვუდგენთ”, - განმარტა ბერძენიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.