დავით ნარმანიამ ვიცე მერი მარგიშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლა
25-02-2015, 00:24

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მარტის დასაწყისიდან თბილისის ვიცე მერი ალექსანდრე მარგიშვილი მერის მოადგილის მოვალეობას აღარ შეასრულებს. ამის შესახებ დღეს, თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა.

 


დედაქალაქის მერი თვლის, რომ თბილისის მერიაში ეკონომიკური მიმართულებაა გასაძლიერებელი და ამ მიზნით მარტის პირველ ნახევარში მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრი შეიქმნება, რომელსაც ნარმანიას გადაწყვეტილებით, ალექსანდრე მარგიშვილი უხელმძღვანელებს.

 

 

რაც შეეხება დავით ნარმანიას მეორე მოადგილეს, გიორგი ხელაიას, იგი თანამდებობაზე რჩება. 

 

 

თბილისის ვიცე-მერის, ალექსანდრე მარგიშვილისა და მერის მეორე მოადგილის, გიორგი ხელაიას თანამდებობებიდან წასვლის თაობაზე გუშინ დილიდან ვრცელდებოდა ინფორმაცია, თუმცა დედაქალაქის მერიის პრეს-სამსახური აღნიშნულ ინფორმაციას არ ადასტურებდა.

 

 

ბუნდოვანი პასუხი გასცა ჟურნალისტებს მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა ავთანდილ სუდაძემ აღნიშნული თემის კომენტირებისას. მან ამ ინფორმაციას ჭორი უწოდა. გუშინვე მერიაში საგანგებოდ მისული საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი სესიაშვილი ასევე კატეგორიულად უარყოფდა მარგიშვილის თანამდებობიდან წასვლას. სესიაშვილმა ამ ინფორმაციის გავრცელება მიზანმიმართულ პროვოკაციადაც კი შეაფასა. 

 

 

თბილისის საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები, ირაკლი აბესაძე და სევდია უგრეხელიძე პირველები იყვნენ, რომელთაც ალექსანდრე მარგიშვილის გათავისუფლება გუშინვე დაადასტურეს.

 

 

საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ირაკლი აბესაძის თქმით, მარგიშვილი თანამდებობიდან გათავისუფლებულია. აბესაძე აცხადებდა, რომ მარგიშვილი დაკავებული თანამდებობისათვის შეუფერებელი იყო და სამარცხვინო იყო, რომ ვიცე მერის თანამდებობას იკავებდა.

 


სევდია უგრეხელიძის შეფასებით კი, "მარგიშვილი მერიაში კორუფციის მამამთავარია" და ჯოკია ბოდოკიას საქმე ამ თვალსაზრისით მხოლოდ პირველი მერცხალია.

 

 

სევდია უგრეხელიძის განმარტებით, "კორუფციულ ქმედებებზე კურთხევის მიმცემი" თბილისის მერიაში მარგიშვილი იყო.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი