„პროკურატურა, სასამართლო, პოლიცია იყო ძირითად ინსტრუმენტად გამოყენებული წინა ხელისუფლების მიერ“,-განაცხადა ყოფილმა პრემიერ მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა სამცხე-ჯავახეთში რეგიონულ მედიასთან შეხვედრის დროს.
მისი თქმით, იმისთვის, რომ საზოგადოებამ დაინახოს რა გააკეთა დღევანდელმა ხელისუფლებამ, საჭიროა, წინა ხელისუფლების მმართველობის გახსენება.
ივანიშვილმა ასევე, აღნიშნა, რომ პოლიცია „ნაციონალური მოძრაობის“ ხელში ხალხის დათრგუნვის ძირითადი იარაღი იყო.
„ოპონენტები სულ მსაყვედურობენ, რომ სულ „ნაცმოძრაობას“ ვიხსენებ. პარალელი აუცილებლად უნდა გაკეთდეს რა იყო და რა გააკეთა იმის შემდეგ, როდესაც ახალი ხელისუფლება მოვიდა. ნებისმიერი ანალიზის დროს აუცილებლად წინა პერიოდს ედრებიან, თუმცა „ნაციონალები“ დღესაც ოპონენტებად მიიჩნევიან და საინტერესოა მათი დახასიათება.
პროკურატურა, სასამართლო, პოლიცია იყო ძირითად ინსტრუმენტად გამოყენებული წინა ხელისუფლების მიერ. მათი ძირითადი როლი იყო საზოგადოების დათრგუნვა და არა მათი დაცვა. პოლიცია „ნაციონალური მოძრაობის“ ხელში ხალხის დათრგუნვის ძირითადი იარაღი იყო. როგორ მოვედით არჩევნებში და როგორ ძალადობდა პოლიცია, ძალიან კარგად გვახსოვს.
გავიხსენოთ პროკურატურაში საპროცესო შეთანხმებები რა დოზით იყო. თითქმის, მთელი მოსახლეობა გაფილტრეს და ბიუჯეტის დიდი ნაწილი ამით ივსებოდა. სასამართლო პროკურატურისთვის ნოტარიუსად იყო გადაქცეული და ა.შ.
რეალურად, მოქალაქე ძალიან დაუცველი იყო და დაუცველობის სინდრომი იგრძნობოდა ყველა აქტიურ მოქალაქეზე და პასიურები, შეიძლება, ამ დოზით ვერ გრძნობდნენ.
აი, ასე მოკლედ აღვწერდი ჩვენგან დანახული როგორ იყო, სანამ ჩვენ მოვიდოდით“,-განაცხადა ივანიშვილმა.
ყოფილმა პრემიერმა საერთაშორისო რეიტინგებზეც გაამახვილა ყურადღება და თქვა, რომ რეიტინგების თანახმად, „საქართველო 2012 წლამდე ყველაზე მაფიოზურ ქვეყნებში შედიოდა“.
„საერთაშორისო რეიტინგების მიხედვით, თავისუფლების ინდექსის თანახმად, იგულისხმება ორგანიზებული დანაშაულისგან თავისუფლება, საქართველო 2012 წლამდე ყველაზე მაფიოზურ ქვეყნებში შედიოდა და დღეს საქართველო მსოფლიოში მე-17 ადგილს იჭერს ამ მხრივ. ევროპულ ქვეყნებს შორისაც, ევროსაბჭოს 27 ქვეყანას შორის, მე-9 ადგილზე ვართ, რომ საქართველოში აღარ არის ორგანიზებული დანაშაული. ორგანიზებულ დანაშაულში იგულისხმება, როდესაც მთავრობა ერთვება და მაფიოზური სახელმწიფო ამ დროს მოისსენიება“,-განაცხადა ექსპრემიერმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.