ბიძინა ივანიშვილი: დღეს ვერავინ ვერ იტყვის, რომ პოლიცია ძალადობს, ერთეული შემთხვევები ყველგან ხდება და ამაზეც ადექვატური რეაქცია კეთდება
19-09-2016, 03:28

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ოპონენტები სულ ამბობდნენ და ახლაც ამბობენ, რომ ჩამოიშალა პოლიცია, კრიმინალი გამძაფრდა, მანქანებს ამტვრევდნენ, არადა თვითონ დაამტვრიეს რამდენიმე მანქანა და პროვოკაციაზეც წამოეგნენ, - აღნიშნული განცხადება ყოფილმა პრემიერ მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა სამცხე-ჯავახეთში, რეგიონულ მედიასთან შეხვედრისას გააკეთა.

 

 

ივანიშვილმა ამ კუთხით ქვეყანაში დღეს არსებული ვითარება მიმოიხილა და მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული ორგანიზაციების სტატისტიკურ მონაცემებზეც ისაუბრა.

 

 

"დღეს ვერავინ ვერ იტყვის, რომ პოლიცია ძალადობს, ერთეული შემთხვევები ყველგან ხდება და ამაზეც ადექვატური რეაქცია კეთდება. ხედავთ, რომ საერთაშორისო რეიტინგებშიც იცით რა ხდება. 2012 წლამდე საქართველოს ყველაზე მაფიოზური ქვეყნების რიცხვში, 75-ე ადგილზე იყო. რეიტინგები კეთდება ქონების დაცვასთან დაკავშირებითაც და ამ ნიშნით, მსოფლიო საუკეთესო ოცეულში შევდივართ. "ნაციონალური მოძრაობის" დროს ვიკავებდით 131-ე ადგილს საკუთრების დაცვის რეიტინგში. და არაფერი არ გვიკვირს, რადგან გვახსოვს, რომ მთელი ბიზნესი კონტროლდებოდა. მთავარი პროკურორი აკეთებდა მონიტორინგს, 5000 დოლარის გადარიცხვაც კი კონტროლდებოდა. რეალურად საქართველოში ბიზნესი იყო მთლიანად დათრგუნული. 2012-ში მათ რომ ისევ არჩევნები მოეგოთ, აქ ვეღარავინ ვერ დარჩებოდა. დღეს, ამ მაჩვენებლით, საუკეთესო ოცეულში ვართ. მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრის, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის IFSI-ის კვლევის თანახმად, საქართველოში კორუფცია თითქმის ნულოვან დონეზეა. 800-ზე მეტი ორგანიზაციაა გამოკითხული და და ვიღაც ორი ამბობს, რომ სადღაც ყური მოკრა, მაგრამ პირდაპირი მნიშვნელობით ვერცერთი ვერ ასახელებს. საოცარი შედეგი მივიღეთ, როდესაც გახსოვთ რა იყო საქართველოში - ელიტარული კორუფცია ყვაოდა, ერთი ჯგუფი აკონტროლებდა ბიზნესს და მთელი ქონების გადანაწილებაც ხდებოდა ერთი ჯგუფის მიერ", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი