ბიძინა ივანიშვილი: „ნაციონალების“ დროს პატრიარქი ამბობდა - ჩვენ უფსკრულის პირას ვდგავართ, სულ ცოტაც და ჩვენ უფსკრულში გადავიჩეხებით
19-09-2016, 03:55

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მე პატრიარქის სიტყვებს შეგახსენებდით - პატრიარქი ამბობდა: - ჩვენ უფსკრულის პირას ვდგავართ, სულ ცოტაც და ჩვენ უფსკრულში გადავიჩეხებით. სწორედ კარგად ასახავს ეს სიტყვები, თუ რა იყო "ნაციონალური მოძრაობის" დროს მართული ქვეყანა", - განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრემიერ მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა სამცხე-ჯავახეთში, რეგიონულ მედიასთან შეხვედრის დროს.

 

 

"მაშინ პირველ ადგილს ვიკავებდით ევროპაში პატიმრების რაოდენით, შევდიოდით მაფიოზურ ქვეყნებში. დღეს კი ევროპულ ქვეყნებს ვეჯიბრებით.... თუ ბუნებრივად განვვითარდებით ჩვენ და ახალ კატაკლიზმებში არ გადავიხვეწებით და ახალ სისულელეს არ ჩავიდენთ, ესეთ ეფექტს ვერასდროს ვერც ერთი ხელისუფლება ვეღარ მიიღებს. რეალურად, თუ პატრიარქის სიტყვებს მოვიშველიებთ, უფსკრულისკენ და დიქტატურისკენ მიექანებოდა ქვეყანა. დღეს ვეჯიბრებით დემოკრატიული ინსტიტუტების ხარისხით ევროპულ ქვეყნებს. თუ ამის შეფასებას ვერ მოახერხებს მოსახლეობა, თუ კიდევ მესამე ძალას ვეძებთ, ძალიან ცუდი იქნება ჩვენი ხვედრი და არ ვიქნებით დაზღვეული ახალი გაუგებრობისგან. ოთხი წლის შემდგომ ახალი ხელისუფლება რომ მოვა, ასეთ კონტრასტს ვერ დაინახავს თუ რა იყო და რა მივიღეთ. ამიტომ მე კიდევ ერთხელ ვეტყვი მოსახლეობას, თუ თქვენ არ გააკეთებთ არჩევანს, არანაირი მორალური უფლება არ გექნებათ მოითხოვოთ რამე ან აკრიტიკოთ ხელისუფლება. ეს ერთადერთი დღეა და მინიმალური პასუხისმგებლობა ყველამ უნდა გაიაზროს", - განაცხადა ივანიშვილმა. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი