ივანიშვილი „თავისუფალ დემოკრატებზე“: როგორც „ნაციონალები“ ამბობენ, რომ მერაბიშვილი, ახალაია და უგულავა ჩემი პირადი პატიმრები არიან, მათაც გაავლეს პარალელი და იგივე იდეოლოგია გაიმეორეს
19-09-2016, 04:00

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„კანონი პირველ რიგში უნდა დაიცვას ხელისუფალმა, ვისაც მეტი აქვს თანამდებობა მეტად უნდა გაუფრთხილდეს კანონს“,-განაცხადა ყოფილმა პრემიერ მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა სამცხე-ჯავახეთში რეგიონულ მედიასთან შეხვედრაზე.

 

 

აღნიშნულით ბიძინა ივანიშვილი „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერის, ირაკლი ალასანიას თავდაცვის მინისტრობის პერიოდს გამოეხმაურა და ე.წ. კაბელების საქმე გაიხსენა.

 

 

მისი თქმით, როგორც კი ეჭვი გაჩნდა, რომ თავდაცვის ყოფილმა თანამშრომლებმა ბიუჯეტიდან 5 მილიონი ლარი მოიპარეს, "თავისუფალმა დემოკრატებმა" მაშინვე საქართველოს ევროატლანტიკური კურსიდან გადახვევაზე დაიწყეს საუბარი. ყოფილმა პრემიერმა აღნიშნა, რომ „თავისუფალი დემოკრატები“ ამის ნაცვლად, პროკურატურას გამოძიებაში უნდა დახმარებოდნენ.

 

 

„თავისუფალი დემოკრატები“ იყვნენ პარტნიორები. ირაკლი ალასანიას თავდაცვის მინისტრობის დროს უწყებაში შევიდა პროკურატურა. როგორც კი ეჭვი გაჩნდა ალასანიას სამეგობროზე, რომელიც მან შეიყვანა თავდაცვის სამინისტროში, რომ შეიძლება 5 მილიონი მოიპარეს ბიუჯეტიდან, არც აციეს, არც აცხელეს და თქვეს, რომ ევროატლანტიკური მიმართულება შეცვალა საქართველომო. როგორც კი ალასანიაზე ეჭვი წავიდა, ევროატლანტიკური მიმართულება დაირღვა და იმის შემდეგ აღარ იცოდნენ როგორ გაეპრავებინათ რაც თქვეს. თვითონვე ჩავარდნენ უხერხულობაში და ასე გაგრძელდა, რომ როგორ ვიკადრეთ რომ ეჭვი ავიღეთ ამ კაცზე.

 

 

როგორც „ნაციონალები“ ამბობენ, რომ მერაბიშვილი, ახალაია და უგულავა  ჩემი პირადი პატიმრები არიან, „თავისუფალმა დემოკრატებმა“ გაავლეს პარალელი და იგივე იდეოლოგია გაიმეორეს, რომ თავდაცვის ყოფილი თანამშრომლები ივანიშვილის პირადი პატიმრები არიან. რა შუაშია ივანაშვილი აქ?! იმ შუაში ხო არაა, რომ ის სტანდარტები, რაც მე დავტოვე, რომ კანონი პირველ რიგში უნდა დაიცვას ხელისუფალმა, ვისაც მეტი აქვს თანამდებობა მეტად უნდა გაუფრთხილდეს კანონს. ევროატლანტიკურ კურსზე საუბრის ნაცვლად, ისინი პროკურატურას უნდა დახმარებოდნენ და მიეცათ საშუალება გამოძიებისთვის“,-განაცხადა ივანიშვილმა.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი