"რესპუბლიკელებს" აქვთ დიდი შეუთავსებლობა მოთხოვნილებებსა და შესაძლებლობებს შორის - სასწაული უნდა მოახდინო რომ ესენი ერთმანეთს დაუახლოვო, - განაცხდა საქართველოს ყოფილმა პრემიერ მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა სამცხე-ჯავახეთში, რეგიონულ მედიასთან შეხვედრის დროს.
ივანიშვილი იმას, რომ "რესპუბლიკური პარტია" უნდა გამხადარიყო მმართველი ძალა და უსუფაშვილი პრემიერ მინისტრი, ლეგენდას უწოდებს.
"ამბობენ, დაგვაბრუნეთ 2012 წელს და მარტო შევებრძოლებით "ნაციონალურ მოძრაობასო", ამხელა პრეტენზია და ამბიცია აქვთ და ამ შებრძოლებაში ალბათ, დამარცხებაც იგულისხმება. მათ მე წყევლის ნაცვლად, მაინც დავლოცავდი და შევახსენებდი - "კავკასიელი ტყვე ქალი" თუ გახსოვთ ფილმი, იქ არის ერთი სადღეგრძელო, რომელშიც არის ძალიან დიდი სიბრძნე, რომ ადამიანებს როდესაც ადღეგრძელებ, გინდაც პარტია იყოს, მოთხოვნილებები და შესაძლებლობები ახლოს უნდა ჰქონდეს ძალიან. აი, ამ სადღეგრძელოს შევახსენებდი მე "რესპუბლიკელებს" და დავლოცავდი, რომ მათ მოეხერხებინოთ საკუთარი შესაძლებლობები და მოთხოვნილებები დაეახლოვებინოთ ერთმანეთისთვის ჩემი გამოყენების გარეშე", - განაცხდა ივანიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.