ბიძინა ივანიშვილი „ნაციონალებზე“:  შეურაცხყოფები, წყევლა, კრულვა და გინება მოდის ჩემ მიმართ, „ვირისგან წიხლი საწყენად არ უნდა მიიღო“
19-09-2016, 04:21

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ყველაზე დიდ ქველმოქმედებად ის მიმაჩნია, რომ საკუთარ პიროვნებას ფუფუნებას არ ვაძლევ, რომ ჩრდილში წავიდე და ვიცხოვრო ფუფუნებაში“,-განაცხადა  ყოფილმა პრემიერ მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა სამცხე-ჯავახეთში რეგიონულ მედიასთან შეხვედრის დროს.

 

 

ექსპრემიერის თქმით, მას სურს, რომ საკუთარი ცოდნა და გამოცდილება ქვეყანას მოახმაროს.

 

 

„ის, რაც მაქვს ცოდნა, ენერგია და გამოცდილება, მინდა ჩემს ქვეყანას მოვახმარო, რომ სწორი გზით განვითარდეს“,-აღნიშნა მან.

 

 

ივანიშვილმა მის მიმართ გამოთქმულ კრიტიკაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ  გასაგებია თუ რატომ აკრიტიკებენ მას „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები.

 

 

შეურაცხყოფები, წყევლა, კრულვა და გინება მოდის ჩემ მიმართ. ვინ იგინება ძირითადად ვნახოთ პრინციპში. აქვთ თუ არა ამის საფუძველი, შეიძლება ერთი ანდაზით დავიწყნარო თავი, რომ „ვირისგან წიხლი საწყენად არ უნდა მიიღო“.  ვინც გინება იცის, ის იგინება. „ნაციონალებისგან“ კრიტიკა გასაგებია და უნდა მაკრიტიკონ და მაგინონ. გახსოვთ მთელი ქვეყანა ფეხქვეშ ჰქონდათ გადებული, საკუთრებად მიაჩნდათ ეს ქვეყანა ერთ პატარა ჯგუფს, ერთი კაცის მეთაურობით. ყველაფერი მათი იყო და დღეს ვინ სადაა - ზოგი ციხეშია, ზოგი გაქცეულია, სადღაც არის, დევნაშია და დანარჩენი ჯგუფი აგრესიულად ცდილობს ის დაიბრუნოს, რაც ჰქონდათ. გასაგებია, რომ მაგინებენ“,-განაცხადა ივანიშვილმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი