მოძრაობა "პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის" ლიდერმა, პაატა ბურჭულაძემ განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ მის მიმართ გაკეთებული განცხადებები სრული სიცრუეა და იგი ივანიშვილისაგან ბოდიშის მოხდას მოითხოვს.
"ზეწოლა არის მხოლოდ სუს-ისა და მთავრობის მხრიდან, ეს ნათელია. აუდიტი დამოკიდებულია იმაზე, რას ეტყვის სუს-ი და მთავრობა. მთავრობა კი ბიძინა ივანიშვილია, რომელიც ყველაფერს მართავს.
რაც კი ჩემზე თქვა ივანიშვილმა, სიცრუე და ტყუილი იყო. ის, რომ მისგან მოვითხოვე თანხა, ხშირად ვხვდები მიხეილ სააკაშვილს, ის, რომ 3 წელია ივანიშვილი არ მინახავს ან 3-ჯერ გადავიხადე 60 წლის იუბილე, თუ ის, რომ გიგი უგულავას ნაჩუქარი საათით მივედი მასთან. ყველაფერი სიცრუეა და მისგან ბოდიშის მოხდას მოვითხოვ", - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.