ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით ირაკლი ღარიბაშვილმა ოფიციალური მიმართვა გაავრცელა
25-02-2015, 01:03

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ოფიციალური მიმართვა გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ "საბჭოთა საოკუპაციო რეჟიმის 70-წლიანმა მმართველობამ დამანგრევლად იმოქმედა ჩვენს ქვეყანაზე" და თავისუფლებისათვის ბრძოლას ერის საუკეთესო ნაწილი შეეწირა.

 


"25 თებერვალი ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული თარიღია ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში. 94 წლის წინ ქართველი იუნკერებისა და პატრიოტების თავგანწირვამ ვერ იხსნა ჩვენი სამშობლო წითელი ოკუპაციისაგან და საქართველოს სამწლიანი დამოუკიდებლობა ტრაგიკულად დასრულდა.

 


საბჭოთა საოკუპაციო რეჟიმის 70-წლიანმა მმართველობამ დამანგრევლად იმოქმედა ჩვენს ქვეყანაზე, ერის საუკეთესო ნაწილი შეეწირა თავისუფლებისათვის ბრძოლას. კომუნისტური იდეოლოგიისა და რეჟიმის მიუხედავად, თავისუფლების იდეა და დამოუკიდებლობისკენ სწრაფვა არასოდეს ჩამკვდარა ხალხში, არასოდეს შეწყვეტილა თავისუფლებისათვის ბრძოლა.

 

 

დღეს საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა და ეს მრავალი თაობის თავდადების შედეგია. ჩვენი ვალია გავუფრთხილდეთ ამ უდიდეს მონაპოვარს, შევინარჩუნოთ და გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყანა.

 


საქართველოს ნაწილი ისევ ოკუპირებულია, მაგრამ ჩვენ არასოდეს შევეგუებით ამას და ყველა სამშვიდობო ბერკეტს გამოვიყენებთ ჩვენი ქვეყნის გასაერთიანებლად. მჯერა, ჩვენ შევძლებთ მომავალ თაობას დავუტოვოთ გამთლიანებული და წარმატებული სახელმწიფო." - აღნიშნულია მიმართვაში.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი