ყველაზე არაპოპულარული მინისტრი არის ხადური, თუმცა კარგი ფინანსთა მინისტრია. იმ დონეზე ჩავიდნენ საჭმელს უთვლიდნენ, - განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრემიერ მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა სამცხე-ჯავახეთში, რეგიონულ მედიასთან შეხვედრის დროს.
"იმის გამო, რომ ფინანსთა სამინისტროში კორუფცია არ არის და ის არ ხდება რაც „ნაცების“ დროს ხდებოდა, ხადური დასაფასებელია. თუმცა დღეს ყველაზე არაპოპულარული მინისტრია რეიტინგებით. ბევრი წარმატებული მინისტრია. ამ გუნდმა დაამტკიცა თავისი წესიერება, აქვს გამოცდილება და ემსახურებიან ძირითად სტანდარტს, რომ მოემსახურონ ხალხს და დაიცვან კანონი”, - განაცხადა ივანიშვილმა.
ყოფილმა პრემიერმა აღნიშნა, რომ გუნდში უამრავი პატივსაცემი წევრია, რომლებსაც ბევრი კარგი კადრი შეუერთდა.
”მათ ღირსეულად დაიცვეს ის რაც დავტოვეთ პოლიტიკაში, ღირსეულად დაიცვეს ის აწეული თამასა თუ როგორი უნდა იყოს პოლიტიკოსი. უამრავი ახალი წევრი ჰყავს „ოცნებას“. უამრავი საზღვარგარეთ ნასწავლი კადრით გაიზარდა გუნდი და ხარისხობრივად გაუმჯობესდა. ენის პრობლემა გვქონდა და ევროპაში გუნდის წევრები ხშირად ვერ გადიოდნენ, რადგან ენა არ ვიცოდით. ძალიან ბევრი ახალი და საინტერესო პიროვნება დაემატა გუნდს, თუმცა ძირითადი ღერძი შევინარჩუნეთ”, - განაცხადა ივანიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.