მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა დატოვეს. პარტია დატოვა ასევე ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, გიორგი თაქთაქიშვილმა.
„სამწუხაროდ, ვფიქრობთ, რომ პარტიის ინტერესებისა და იმ იდეების დაცვა, რომლის გარშემოც ჩვენ ვერთიანდებოდით, ვერ მოხერხდა. ჩვენ აღმოვჩნდით სრულიად ახალ რეალობაში, განსხვავებული იდეებითა და განსხვავებული მიზნებით, სწორედ ამ ახალ რეალობაში ჩვენ ვერ ვხედავთ ჩვენს თავს. მართლაც ვიბრძოლეთ ბოლომდე იმისათვის, რომ ეს საქმე ღირსეულად მიგვეყვანა ბოლომდე, დავდგომოდით პაატა ბურჭულაძეს გვერდით და დავხმარებოდით მას საზოგადოების გაერთიანების საქმეში, მაგრამ სამწუხაროდ, ამის საშუალება ჩვენ აღარ მოგვეცა, რადგან ის პარტია, რომელიც დიდი შრომისა და ოფლის ფასად ავაშენეთ, რომელზეც დიდ იმედებს ვამყარებდით, სამწუხაროდ, მიზანმიმართულად, ნებსით თუ უნებლიედ, მინიმუმ გაანეიტრალეს, მაქსიმუმ კი, მისგან ფაქტობრივად აღარაფერი დატოვეს“, – განაცხადა გიორგი თაქთაქიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.