პოლიტიკური პარტიების ნაწილი დამოკიდებულია დასავლეთზე, ნაწილი - ჩრდილოეთზე, ჩვენ კიდევ ღმერთის ანაბარა ვართ, - აღნიშნული განცხადება პარტია ”თამაზ მეჭიაური- ერთიანი საქართველოსთვის” ლიდერმა, თამაზ მეჭიაურმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
"ჩვენ ამ შემთხვევაში არც ერთი მხრიდან არ ვფინანსდებით. ინტერესი ორივე მხრიდან ჩვენს მიმართ მაინცდამაინც დიდი არ არის, განსაკუთრებით დასავლეთის მხრიდან. იმიტომ, რომ ჩვენ ღიად ვურტყამთ ნატო-ს, მიგვაჩნია, რომ ნატო არის აბსურდული და შესვლის შემთხვევაშიც კი შეიძლება კატასტროფული შედეგების მომტანი იყოს. გამომდინარე აქედან, მათ ინტერესებში არის ჩვენ მაქსიმალურად დაგვასუსტონ და არ მოგვცენ ბარიერის გადალახვის საშუალება. ჩრდილოეთის მხირდან ჩვენს მიმართ ნაკლები ინტერესი გამოიხატება იმით, რომ ჩვენ ვამბობთ, რომ რუსულ ინტერესს ვითვალისწინებთ მხოლოდ იმ დოზით, რა დოზითაც ეს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთიანობის სარგებელს სჭირდება”, - განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.
მეჭიაურის თქმით, მისი პარტიის რეიტინგი ნორმალურია, თუმცა ის გარემო, რომელიც წინასაარჩევნოდაა შექმნილი სხვადასხვა პარტიებს არათანაბარ სიტუაციაში აყენებს.
”ჩვენს პარტიას პრაქტიკულად დაბლოკილი აქვთ მასმედასაშუალებები, რეიტინგული გადაცემები, რომლებიც ყველაზე ყურებადია და საარჩევნო სუბიექტების პოპულარიზაციაზე გავლენას ახდენენ. თავისთავად ცხადია, რომ ამ პირობებში ჩვენ დიდი პრობლემები გვექმნება. მე მგონი, ეს მაინც იმის ბრალია, რომ მასმედიის საშუალებების უმრავლესობა სხვადასხვა ფორმით დასავლეთის გავლენის ქვეშ არის. რამდენადაც პოლიტიკური ძალა, რომელსაც ჩვენ წარმოვადგენთ აბსოლუტურად პროქართულია, ეროვნულ ნიადაგზე აღმოცენებული, ეს მიუღებელია დასავლეთისთვის, უფრო ამერიკელებისთვის”, - განაცხადა მეჭიაურმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.