„საჯარო ცხოვრება არ არის ჩემი მოწოდება არ მომწონს, უკაცრავად ვარ, მაგრამ ასეც რომ დავდივარ რეგიონებში არავითარ სიამოვნებას არ მანიჭებს, ვალდებულებად მაქვს მხოლოდ, რომ მგონია, ამით კიდევ დავეხმარები საზოგადოებას, რომ სწორი არჩევანი გავაკეთოთ და სწორი მიმართულებით განვვითარდეთ“,-განაცხადა ყოფილმა პრემიერ მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა სამცხე-ჯავახეთში რეგიონულ მედიასთან შეხვედრაზე.
ექსპრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ მისი მოწოდება არ იყო პოლიტიკა.
„პოლიტიკა ჩემი მოწოდება არ იყო, მაგრამ რომ ვნახე, ქვეყანას გაუჭირდა და სხვანაირად არ წყდებოდა ეს პრობლემა, მე თავს უფლება ვერ მივეცი, რომ არ გამეკეთებინა ის, რაც გავაკეთე. ჩემს თავზე მაღლა ავედი და გავაკეთე. რაც არ მინდოდა და ცხოვრებაში არ მიფიქრია, მოვედი. თავშივე განვაცხადე, არავინ მომიტყუებია, რომ წავიდოდი. ამ ქმედებით და ჩემი გულწრფელობით, რომ ვაჩვენე, რომ პოლიტიკა არ იყო ჩემი მოწოდება და თანამდებობისთვის არ მოვსულვარ. მოვედი, დავალაგე და წავედი და თანაც გავთვალე, რომ შუალედურ დროში წავედი. ასევე ვამბობ, რომ ბიზნესი არ მაქვს საქართველოში“, - განაცხადა ივანიშვილმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, რა სტატუსით საუბრობს ის დღეს მედიასთან, ივანიშვილმა აღნიშნა, რომ ის დღეს არის მოქალაქე.
„დღეს რატომ ვხვდები მედიას და რა როლში ვხვდები, ხომ მობრძანდით თქვენ, ე.ი. საინტერესო პიროვნება ვარ, ისე არ მოხვიდოდით. ყველა ვერ მოაგროვებდა ამდენ ჟურნალისტს. ასევე ხდება სხვა რეგიონშიც. ე.ი. ინტერესი არის, ე.ი. რაღაც ნდობა საზოგადოებიდან არის და ეს არის მთავარი. ჟურნალისტებს, საზოგადოების ნებისმიერ წევრს, ვისაც ხელეწიფება და სურვილი აქვს, ვინ დაუშლის ასეთი ანალიზის კეთებას და გამონათქვამებს. კიდევ ერთხელ შევახსენებ, რომ მე ვარ მოქალაქის როლში და თანაც გათავისუფლებული ვარ ყოველგვარი პირადი ინტერესებისგან“, - განაცხადა ივანიშვილმა.
მან ასევე თქვა, რომ თუ სახელმწიფო მოწყობა არ იქნა სწორი, ბიზნესი არ განვითარდება.
„ეს არის ჩემი ყოფა. მე ძალიან მიყვარს ბაღი, ადამიანები პირველ რიგში. საჯარო ცხოვრება არ არის ჩემი მოწოდება არ მომწონს, უკაცრავად ვარ, მაგრამ ასეც რომ დავდივარ რეგიონებში არავითარ სიამოვნებას არ მანიჭებს, ვალდებულებად მაქვს მხოლოდ, რომ მგონია, ამით კიდევ დავეხმარები საზოგადოებას, რომ სწორი არჩევანი გავაკეთოთ და სწორი მიმართულებით განვვითარდეთ. ეს არის სულ, ეს მაწვალებს. ამით ვერ ვჩერდები. როდესაც ვიჯექი და ვაკეთებდი, კინაღამ ქვეყანა თავზე დამანგრიეს და დამამხეს. თუ სახელმწიფო მოწყობა არ იქნა სწორი, არავითარი ქველმოქმედება და ბიზნესი არ განვითარდება და არაფერს აზრი არ ექნება”, - განაცხადა ივანიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.