პარტია ”თამაზ მეჭიური - ერთიანი საქართველოსთვის” ლიდერი თამაზ მეჭიაური საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის მიერ "რესპუბლიკურ პარტიასთან" დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს აფასებს.
”მე როცა ვაკრიტიკებდი ”რესპუბლიკურ პარტიას”, მაშინ მხარდაჭერა არათუ არ მიგრძვნია სახელისუფლებო ძალებისგან და მათ შორის ცალკეული პოლიტიკოსებისგან, პირიქით, მათგან იყო ნეგატიური გამოხმაურება. დღეს ისინი არიან ”რესპუბლიკელების” ლანძღვის ავანგარდში. როცა მე ამას ვაკეთებდი, ძალიან ბევრი გაემიჯნა ამას. მე არ ვლანძღავდი ”რესპუბლიკელებს”, მე ვაკრიტიკებდი. მოველოდი, რომ რომ ისინი იმას გააკეთებდნენ, რასაც დღეს აკეთებენ, როგორც კი ამის შანსი მიეცემოდათ და ასეც გააკეთეს. მაქსიმალურად გამოიყენეს სახელისუფლებო რესურსი, რომელსაც დაუმსახურებლად ფლობდნენ წლების მანძილზე და შემდეგ, როგორც მათ სჩვევიათ, როგორც კი ამოიწურა ამ სარგებლობის რესურსი, ღიად აკეთებდნენ იმას, რასაც ადრეც ისე ფიქრობდნენ. სჭირდებოდათ მაშინ ბიძინა ივანიშვილი და ის სახელისუფლებო რესურსი იმისთვის, რომ თავისი პარტია გაეძლიერებინათ”, - აღნიშნა თამაზ მეჭიაურმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.